26 ოქტომბერი, 2015
გვიახლოვდება სავსე მთვარიანობა - სასწაულმოქმედი დღეები, რომლებიც შეგმატებთ ენერგიას და აგისრულებთ ოცნებებს
გვიახლოვდება სავსე მთვარიანობა - დრო, როდესაც თქვენი შინაგანი ძალა და ბუნების ენერგია ერთობლივად, აქტივობის პიკს აღწევს. ეს ძალები შეგიძლიათ მაქსიმალურად მიმართოთ წარმატებისა და ფულის მიზიდვისაკენ. ამ პერიოდში ადამიანი იმდენად დიდ ენრეგიის მოზღვავებას გრძნობს, რომ ხშირად დაძინებასაც ვერ ახერხებს.

სავსე მთვარიანობის დროს, ზედმეტი ენერგია ხშირად გაღიზიანების, ჩხუბისა და სიბრაზისკენ გიბიძგებთ. ამისგან თავის ასარიდებლად კი ენერგია სხვა მიმართულება უნდა მისცეთ, მაგ: მიმართეთ ფულის გამომუშავებისკენ. ასე ფულიც გექნებათ და თავსაც უკეთ იგრძნობთ.

დროის ამ პერიოდში ეცადეთ მაქსიმალურად აწარმოოთ
სატელეფონო ზარები, შეხვედრები, მოლაპარაკებები, წამოიწყეთ ახალი პროექტები, რის შემდეგაც საქმე ნაკლები ძალისმევის გარეშე სწრაფად წაიწევს წინ.
ეცადეთ მაქსიმალურად პროდუქტიულად მომართოთ ენერგია, რადგან ასეთი შანსი მხოლოდ თვეში ერთხელ გეძლევათ.

ფულის მიზიდვის რიტუალი

პირველ რიგში მნიშვნელოვანია აურის გაწმენდადა ემოციური განწყობის დაბალანსება. სხეულის, ფიქრებისა და სულის განსაწმენდად უნდა განიბანოთ. ჯერ მიიღეთ შხაპი, შემდეგ ზღვის მარილიანი წყლით სავსე ვანაში ჩაწექით. 10-15 წუთის შემდეგ ახსენით საცობი და დაელოდეთ წყლის ჩაცლას. ამ დროს წარმოიდგინეთ, როგორ მიჰყვება წყალს უარყოფითი ენერგია და თქვენთვის არასასურველი ფიქრები. სიმსუბუქისა და სისუფთავის შეგრძნებას მალევე იგრძნობთ.

ასევე შეგიძლიათ ოთახებში მოატაროთ ანთებული სანთელი ან საკმეველი.

გარდა ამისა შეგიძლიათ მოამზადოთ სასმელი, რომელიც სიმდიდრეს მოგიტანთ

1 ლ კონიაკი
1 ჭიქა შაქარი
1 ჭიქა ალუბლის წვენი
1 ჭიქა ფორთოხლის წვენი
1 ჩ.კ დაფქული დარიჩინი
1/4 ლიმონის გახეხილი კანი
1 ჩ.კ დაფქული მიხაკი
1/2 ჭიქა დაჭრილი ნუში

მოათავსეთ ინგრედიენტები ემალის ქვაბში, 5-7 წუთის განმავლობაში ურიეთ ხის კოვზით. შემდეგ დატოვეთ ღიად და დადგით მთვარის შუქზე, მინიმუმ 2 საათს მაინც. შემდეგ დაახურეთ საბურავი და მომავალ სავსემთვარიანობამდე ბნელ, გრილ ადგილას შეინახეთ. მთვარიანი თვის ამოწურვის შემდეგ გაფილტრეთ, გადაიტანეთ სუფთა ქილაში და დალიეთ ყოველდღე 2 ს.კ.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS