25 ოქტომბერი, 2015
დიდი მაფიოზების გამონათქვამები - ცხოვრებაში გამოგადგებათ
ნუ შეეხები პრობლემას, ვიდრე პრობლემა არ შეგეხება შენ 1. კეთილი სიტყვითა და იარაღით უფრო მეტს მიაღწევ, ვიდრე მხოლოდ სიკეთით.

2. სამყარო მომთმენ ადამიანს ეკუთვნის.

3. ზოგიერთს წაგების ეშინია და ამის გამო სიფრთხილეს იჩენს. ფრთხილი თამაშით კი დამარცხება გარდაუვალია.

4. დაპირებაზე მარტივი არაფერია.

5. მოხერხებული უნდა იყო. როგორც კი მოხერხებულობის უნარს დაკარგავ - მოკვდები. იყო მოხერხებული - ეს ყალბი ლითონის და აბსოლუტურად მოუქნელი წესია. ყველაზე მოხერხებული ელემენტი კი სისტემას აკონტროლებს.

6. თუ იტყუები, მოკლედ სცადე.

7. შემთხვევითი დამთხვევები არ არსებობს.

8. ყური უგდე რჩევებს, რომლებიც
უპირატესობას განიჭებს. მსგავს რჩევებს კი ნურავის მისცემ.

9. ნუ გასინჯავ მდინარის სიღრმეს ორივე ფეხით.

10. გველი ხვრელიდან ყოველთვის სხვისი ხელით ამოიყვანე.

11. ნუ შეანჯღრევ მწვანე ვაშლს - მომწიფებული ვაშლი, თვითონ ჩამოვარდება.

12. ნუ შეეხები პრობლემას, ვიდრე პრობლემა არ შეგეხება შენ.

13. კორექტული იყავი ყველასთან, ბევრთან კომუნიკაბელური, ახლობელი მხოლოდ რჩეულებთან, მეგობარი ერთეულებთან.

14. სულელი ის არის, ვისაც საკუთარი სიბრძნის დამალვა არ შეუძლია.

15. თევზს პირის გაღება ღუპავს.

16. დროდადრო სულელებიც აიტანე - აუცილებლად გაიგებ რაიმე ღირებულს. მაგრამ მათ არასდროს შეედავო.

17. მოთმინების ერთი წუთი - 10 წლიანი კომფორტია.

18. არწივი ბუზებზე არ ნადირობს.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS