24 ოქტომბერი, 2015
აირჩიეთ თქვენთვის სასურველი კარი და გაიგეთ, რა გელით მომავალში
1. მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი ხართ.

ასეთივე მშვიდი და კომფორტული სახლი გაქვთ. მარტოობაში თავს მეტად კომფორტულად გრძნობთ, ვიდრე ხალხმრავლობაში. თუ კომპანიონის არჩევა გიწევთ, ახლო ნათესავს ან ძალიან ახლო მეგობარს ირჩევთ. ხმაურიანი წვეულებები თქვენთვის არ არის. მშვიდი და გაწონასწორებული ცხოვრება გელით, თუმცა მთავარია ზედმეტი ერთფეროვნება არ მოგბეზრდეთ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ მშვიდი და გაჩერებული წყალი ჭაობად გადაიქცევა.

2. ის, ვინც ამ კარს ირჩევს, წარმატების მისაღწევად მძიმე შრომა მოუწევს.

ამბიციურები ხართ, თუმცა შრომის ფასიც კარგად იცით. გესმით, რომ მარტივად არაფერი
მოდის თუმცა, დარწმუნებული ხართ, რომ წარმატება დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ.

3. ვინც ამ კარს ირჩევს, საინტერესო ადამიანია

ამ კარს რისკის მოყვარულები ირჩევენ. თუ იგრძნობთ, რომ ბოლო დროს საზღვრების დაბალანსება გიწევთ, უმჯობესია რისკი შეწყვიტოთ, თანაც თუ ეს ძვირფას და მნიშვნელოვან საკითხებს ეხება.

4. ეს წითელი კარი იმ ადამიანის სიმბოლოა, რომელიც მზად არის ბრძოლისთვის.

მნიშვნელობა არ აქვს რისთვის გიხდებათ ბრძოლა, უბრალოდ ყოველთვის მზად ხართ ამისთვის და ვერავითარი წინააღმდეგობა ვერ შეგაშინებთ. ყოველთვის იბრძოლებთ იმისთვის, რისთვისაც მოხვედით.

5. თუ ეს კარი აირჩიეთ, უახლოეს მომავალში თქვენს ცხოვრებაშ სიმშვიდე დაისადგურებს.

ცხოვრებაში ბევრი პირადი თუ კარიერული განცდა გამოიარეთ, მაგრამ ყველაფერი დალაგდება. ქარიშხლის შემდეგ სიმშვიდესა და სიწყნარეს ეძებთ და აუცილებლად იპოვით.

6. ეს კარი მიანიშნებს, რომ არც თუ სახარბიელო დრო გიდგათ ცხოვრებაში.

თუმცა ამასთან თქვენში ჯერ კიდევ მოიძებნება ძალა და ოპტიმიზმი, რათა კიდევ გადადგათ ნაბიჯი ნათელი მომავლისკენ. ხოლო თუ რწმენას დაკარგავთ და ძალა გამოგეცლებათ, გაიხსენეთ რომ ყველაფერი ცუდი უკან დარჩა და მაშინ შეძლებთ ცხოვრება განაგრძოთ!

7. საოცარია, მაგრამ სიბნელეში თავს კომფორტულად გრძნობს.

ყველა კარს სიამოვნებით აღებთ და ოპტიმისტურად უდგებით ყველაფერს, რაც კარს მიღმა გხვდებათ. მსგვასი აზარტით სიამოვნებასაც იღებთ. თუ არასასურველ სიტუაციაში მოხვდებით, სწრაფად აღებთ მომდევნო კარს და ნეგატიური მოგონებებისგან თავისუფლდებით. ნუ შეგეშინდებათ, მომავალში რთული და უსიამოვნო არაფერი გელით.

8. ძალიან ცნობისმოყვარე ადამიანი ხართ, მაგრამ ცნობისმოყვარეობას ჯანსაღი აზროვნებითა და სიფრთხილით ანაცვლებთ.


ავანტიურაში არასდროს გაეხვევით, თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ დანაკარგი გამართლდება. ოპტიმისტი ხართ და გიყვართ თავგადასავლები. თუ ცხოვრებაში რაიმეზე ყოყმანი მოგიწევთ, გახსოვდეთ, რომ ნამდვილად ღირს ცხოვრებაში ბევრი რამ გამოსცადოთ.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS