გააფრთხილეთ და ასწავლეთ ბავშვებს, რომ პირადი ინფორმაცია მხოლოდ ახლობელ ადამიანს შეიძლება ანდო და არა საჯაროდ გამოაქვეყნო.
ოჯახის წევრების დაბადების თარიღები
გასაგებია, რომ ვირტუალური მილოცვებისა და საჩუქრის მიღება ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ამავე დროს საშიში, რამდენადაც ნებისმიერ შეუძლია თქვენი მონაცემებით არაკანონიერი ფინანსური ოპერაციები აწარმოოს.
ურთიერთობის სტატუსი
პროფილის ეს ნაწილი უმჯობესია შეუვსებელი დატოვოთ, რადგან ურთიერთობის სტატუსის გამოქვეყნებამ შესაძლოა თქვენთვის არასასურველი
თქვენი ადგილმდებარეობა
ადგილმდებარეობის გასაჯაროვება, სად ხართ, რას აკეთებთ ან როდის ბრუნდებით სახლში - გასართობ თამაშს ჰგავს, მაგრამ თქვენს შვილებს აუცილებლად უნდა აუხსნათ, რომ ამ ყველაფრის ცოდნა მხოლოდ მშობლებისთვისაა სავალდებულო.
თუ პირადი განცდების, შთაბეჭდილებების, კონცერტების ან მოგზაურობის შესახებ გინდათ უამბოთ, ეს მხოლოდ ამა თუ იმ მოვლენის დასრულების შემდეგ გააკეთეთ.
ნურავის ეტყვით, რომ სახლში მარტო ხართ
ჩატებსა და ონლაინ დისკუსიებში ბავშვები ხშირად წერენ ინფორმაციებს - არიან თუ არა სახლში მარტო, როდის ბრუნდებიან უფროსები შინ, სად მუშაობენ ან რა შეიძინეს - ეს კი დაუშვებელია.
ბაშვების სახელები და ფოტოები
ფაქტი, რომელიც ინტერნეტ-უსაფრთხოების ექსპერტებს ყველაზე მეტად აღელვებს. მშობლებს რა თქმა უნდა უყვართ და ამაყობენ საყვარელი შვილებით, მაგრამ სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ დაუშვებელია ბავშვის სურათების საჯაროდ გამოქვეყნება. მათი გამოყენება თქვენთვის წარმოუდგენელი, სხვადასხვა მიზნისთვისაა შესაძლებელი. განსაკუთრებით საშიშია ახალშობილების ფოტოების გაზიარება.
რაც უფრო მეტ ინფორმაციას გაასაჯაროვებთ თქვენი ოჯახისა და ბავშვების შესახებ, მძარცველს კიდევ უფრო მეტად უადვილდება ბავშვისგან მიიღოს ის , რაც სჭირდება. ბავშვები ხომ ადვილად ენდობიან მათ, ვინც ბევრი რამ იცის მათი ოჯახის შესახებ.
ანა ვერძაძე