გაიგეთ ვინ ხართ თქვენ ამ ზოდიაქოს მიხედვით.
წავი - 20 იანვარი - 18 თებერვალი
წავებს სამყაროზე უნიკალური შეხედულება აქვთ და პრობლემებს ყოველთვის დამოუკიდებლად წყვეტენ. უყვართ ადამიანებთან ურთიერთობა, მათი დახმარება და რჩევების მიცემა. სხვებში აფასებენ ვაჟკაცობასა და გულწრფელობას.
მგელი - 20 თებერვალი - 19 მარტი
მგლები - ემოციური და გამჭრიახი გონების მქონე ადამიანები არიან. გამოირჩევიან დაკვირვებული თვალით, ყურადღებიანი მსმენელები არიან. დახმარების ხელს ყოველთვის გამოგიწოდებენ და მათგან
მიმინო - 20 მარტი - 19 აპრილი
ლიდერობის უნარით გამოირჩევიან და ადვილად შეუძლიათ სხვების გადაბირება. საჭირო დროს თანადგომასაც გაგიწევთ, თუმცა გარშემომყოფების უმრავლესობას მათი აზრი ზედმეტად სუბიექტურად მიაჩნია.
თახვი - 20 აპრილი - 20 მაისი
ინდიელთა ტრადიციის მიხედვით ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ინჟინრებად მიიჩნევენ. მათ მდიდარი პროფესიონალური ცოდნა და ძლიერი ორგანიზატორული ნიჭი აქვთ. სწრაფად აზროვნება შეუძლიათ და გადაწყვეტილებებსაც სწრაფად იღებენ. აფასებენ მის ინტელექტს, თუმცა ხანდახან მიდრეკილნი არიან ზედმეტი შფოთისკენ, რაც ურთიერთობაში პრობლემებს უქმნის.
ირემი - 21 მაისი - 20 ივნისი
სწრაფები და ამბიციურები ხართ. შესანიშნავი იუმორის გრძნობით გამოირჩევით, ზრუნავთ გარშემომყოფებზე. ხანდახან რთული ხასიათი გაქვთ და ეგოისტობთ კიდეც, მაგრამ ეს მხოლოდ დროებითია.
კოდალა - 21 ივნისი - 21 ივლისი
ბუნებით აღმზრდელი ხართ. სხვების მიმართ თანაგრძნობას იჩენთ, უსმენთ მათ და ცდილობთ არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვების ცხოვრებაც გააუმჯობესოთ.
ხანდახან ზედმეტად ჯიუტები, ეჭვიანები და გაღიზიანებულები ხართ.
ორაგული - 22 ივლისი - 21 აგვისტო
ინტელექტუალური და შემოქმედებითი ხართ. ადამიანებისთვის მისაბაძი პიროვნება ხართ. ბევრი მუშაობა შეგიძლიათ. მიდრეკილი ხართ დეპრესიისკენ.
დათვი - 22 აგვისტო - 21 სექტემბერი
ცხოვრებაში მხოლოდ საკუთარ ლოგიკასა და შესაძლებლობებზე ხართ ორიენტირებული. მომთმენი და ამტანი პიროვნება ხართ. მეგობრებთან და ოჯახთან ხშირი ურთიერთობა გაქვთ. თითქმის იდეალური ადამიანი ხართ.
ყვავი - 22 სექტემბერი - 22 ოქტომბერი
ჭკვიანი და მომხივლელი ადამიანი ხართ, თქვენთან პარტნიორობა ყველას სურს. მიზანდასახულობით გამოირჩევით და კარიერაში დიდ წარმატებას აღწევთ. ძალიან კომუნიკაბელურები ხართ.
გველი - 23 ოქტომბერი - 22 ნოემბერი
თქვენ ყველაზე დიდსულოვანი ადამიანი ხართ. როგორც წესი ხშირად შამანები, ბერები, სულიერი წინამძღვრები ხდებით. მათ შორის ბევრი ექიმია, რადგან ბუნებით მიდრეკილნი არიან მედიცინის მიმართ.
ბუ - 23 ნოემბერი - 21 დეკემბერი
უჩვეულოდ მიმზიდველი და თბილი ადამიანი ხართ. გარეგნობის მიღმა გამჭრიახი გონებაც იმალება. გარეგნობის მიღმა მხოლოდ მაშინ იმალებით, როცა საფრთხეს გრძნობთ.
მოთმინება და სიბრძნე თქვენი საქმე არ არის.
ბატი - 22 დეკემბერი - 19 იანვარი
ძალიან ამბიციური და მიზანდასახული ადამიანი ხართ. წარუმატებლობის არასდროს გეშინიათ. თქვენი უნარები მაშტაბურია და შეგიძლიათ სწორი მიმართულება მისცეთ მათ.
სამწუხაროდ ხანდახან სხვა ადამიანების მიმართ ინტერესს ნაკლებად იჩენთ. ბევსს ჰგონია რომ ზედმეტად ეგოისტები ხართ.
ანა ვერძაძე