22 ოქტომბერი, 2015
7 თაობის საიდუმლო - რატომ არის მნიშვნელოვანი მეტი გაიგოთ თქვენი წინაპრების შესახებ
როგორც აღმოჩნდა, ადამიანების 90 % ძნელად იხსენებს დიდი ბებიებისა და ბაბუების სახელებს. იდეალურ შემთხვევაში კი ადამიანი ვალდებულია გაიგოს მეტი წინაპრების შესახებ 7 თაობამდე.

ჩვენი ცხოვრება ხომ დიდ წილად ჩვენს წინაპრებზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ წერენ წინაპართა ხსოვნას საოჯახო ხეზე. ხე თავად ჩვენი სიმბოლოა, ფოთლები - ჩვენი შვილები, ფესვები კი ჩვენი წინაპრები.

ახლა კი წარმოიდგინეთ, როგორ გაზარდოთ დიდი და ჯანმრთელი შთამომავლობა, ხე ძლიერად და ყოვლისშემძლედ გამოიყურება, მაგრამ წინაპართა შესახებ არაფერი იცით.
ასეთ ხეს კი სუსტი, პატარა და
უსიცოცხლო ფესვები აქვს.

თუ ადამიანი არ ინეტერსდება წინაპრებით, ის მათგან ვერც თანადგომას, დახმარებას და ძალას იღებს, რაც ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია.

როცა მშობლებთან, ბებიებთან და ბაბუებთან ცუდი ურთიერთობა გაქვთ, სწორედ მაშინ იბლოკება წინაპართა ენერგიის ზემოქმედება. ამიტომ მნიშვნელოვანია ახლობლებთან კარგი ურთიუერთობა შეინარჩუნოთ და მიუტევოთ ყველაფერი თუ, რა თქმა უნდა, ცოცხლები არიან.

ადამიანის 7 თაობა მისი 7 ენერგეტიკული ცენტრის - ჩაკრას სიმბოლოა. თითოეული თაობა ცალკეული ასპექტებით ფორმირდება:

პირველი თაობა (მე);

მეორე თაობა - მშობლები ( 2 ადამიანი) - განაპირობებს სხეულს, ჯანმრთელობას, ოჯახურ მდგომარეობას;

მესამე თაობა (ბებიები და ბაბუები - 4 ადამიანი) - პასუხისმებელნი არიან ინტელექტზე, შესაძლებლობებსა და უნარებზე;

მეოთხე თაობა (დიდი ბებიები და დიდი ბაბუები) - ჰარმონიის, ცხოვრებისეული ბედნიერების და მატერიალური კეთილდღეობის მფარველები;

მეხუთე თაობა (დიდი ბაბუების მშობლები) - ცხოვრებაში თქვენს უსაფრთხოებაზე აგებს პასუხს;

მეექვსე თაობა - (დიდი ბაუების ბაბუები - 32 ადამიანი) - ტრადიციებთან კავშირი. მეექვსე თაობის 32 ადამიანი 32 კბილის სიმბოლოა. თუ კბილებთან პრობლემები გაქვთ, უმჯობესია წინაპრებთან ურთიერთობა მოაგვაროთ.

მეშვიდე თაობა - (დიდი ბაბუების დიდი ბაბუები - 64 ადამიანი) - პასუხს აგებენ ქვეყანაზე, ქალაქზე, სახლსა და ცხოვრებაზე, რომელშიც ვცხოვრობთ.

წინაპრებთან ურთიერთობის მოსაგვარებლად აუცილებელია, გაიგოთ თითოეული მათგანის სახელი და ცხოვრება, რომელიც განვლეს. შემდეგ კი ილოცეთ მათთვის.

წინაპრებისგან დალოცვის მიღება და სურვილების ასრულების მეტი შანსი თქვენსავე ხელშია.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
გგ
პაპა რა არის, ბაბუ მაგარია
13:14 / 24-10-2015
გამოხმაურება / 0 /
მზია-ს
ქაელბატონო მზია, საქართველოს ზოგიერთ კუთხეში კი არ "უძახიან" პაპას, არამედ ქართული სალიტერატურო ენით, სწორი ფორმაა პაპა, ხოლო ბაბუა არის სწორედაც კუთხური, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში საკმაოდ წინ წამოვიდა, რასაც გარკვეულწილად ხელი შეუწყო ედუარდ შევარდნაძის მეტსახელმა "ბაბუ". თუ ვცდები მაპატიეთ.
11:30 / 24-10-2015
გამოხმაურება / 0 /
პაპა - მამის და დედის მამა. ბებია - მამის და დედის დედა. (ს. საბა ორბელიანი)
23:57 / 23-10-2015
გამოხმაურება / 0 /
მზია
ბაბუა არის მშობლის მამა,ორივე მშობლის მხრიდან და ბებია კი არის ორივე მშობლის მხრიდან დედა. აგრეთვე საქართველოს ზოგიერთ კუთხეში პაპას უძახიან ბაბუას და ბებიას უძახიან ბაბოს ანუ გრამატიკულად და წიგნობრივ ენაში ბებიას კიდევ ჰქვია დიდედა ანუ ბაბუას - პაპა
18:33 / 23-10-2015
გამოხმაურება / 0 /
მოქალაქე
გადაგვითარგმნეთ ვინ არის ბაბუა? ბებია თუ პაპა?
17:45 / 23-10-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS