მსგავსი თვალის ფერის მატარებელ ადამიანს თანდაყოლილი აქვს ორმაგი ენერგია - დონორისა და ვამპირის. ამიტომ მათში გაერთიანებულია ამტანობა, სიმტკიცე, სიჯიუტე, აგრესია, მიზანდასახულობა, პრინციპულობა და სტაბილურობა. დასახული მიზნისკენ თამამად მიიწევენ და ნებისმიერ დაბრკოლებას უმკლავდებიან.
გამოირჩევიან ორგანიზატორული ნიჭით და გარშემომყოფებში ხშირად დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ. მიუხედავად პოპულარობისა, ლიდერობისკენ არ ისრაფვიან, პატივისცემას კი მოითხოვენ.
მწვანეთვალება ადამიანები ცხოვრებას რეალისტურად უყურებენ. ხანდახან მათი ხასიათის
მწვანე თვალების მატარებლები სიყვარულის მიმართ ძალიან მგრძნობიარეები არიან, ამიტომ პარტნიორის ძიებას შესაძლოა მთელი ცხოვრება მოანდომონ. ხშირად კატებს ადარებენ - ვიდრე მის ნდობას მოიპოვებთ მიუწვდომელი და ძალიან დამოუკიდებელი გეჩვენებათ.
ანა ვერძაძე