1. ადამიანები იმდენად სერიოზულად იღებენ ყველაფერს, რომ საბოლოოდ დიდ ტვირთად გადაიქცევა. ეცადეთ რაც შეიძლება მეტი იცინოთ. ჩემთვის სიცილი ისეთივე წმინდაა, როგორც ლოცვა.
2. ყურადღებით და სიფრთხილით მოეკიდეთ ყველაფერს. ჭკვიანი ადამიანი კარგად დააკვირდება საკუთარ თავს და სწორად გადაწყვეტს რა არის მისთვის მნიშნელოვანი და რა არა. მაშინ კი მთელი სამყაროც რომ დაუპირისპირდეს, მისთვის არაფერი შეიცვლება.
3. ყველანი უნიკალურები ვართ. არასდროს ჰკითხოთ
4. არის შემთხვევები, როცა უფალი კარზე მოგიკაკუნებს. და ეს სიყვარულია - ღმერთი, რომელიც კარზე გიკაკუნებს. ქალისა თუ მამაკაცის სახით, ბავშვის სახით, სიყვარულის, ყვავილის სახით, მზის ჩასვლისა თუ მზის ამოსვლის სახით... ღმერთი უამრავი სახით დაგიკაკუნებს.
5. ცხოვრება საიდუმლოა. არავის ძალუძს მისი განსაზღვრა, თუმცა არიან ადამიანები ვისაც უჯობს წინასწარ იცოდეს რა იქნება მის ცხოვრებაში. მაგრამ მაშინ ხომ ვეღარ განვითარდებით, აღარ იქნება რისკი. და თუ ეშმაკს არ ეყოლება ალტერნატივა, შეძლებთ რომ ღმერთი იპოვოთ?
6. გქონდეს განსხვავებულობის სურვილი - ეს ჩვეულებრივი სურვილია. მოდუნდე და იყო ჩვეულებრივი - ეს მართლაც უჩვეულოა.
7. ჯერ განმარტოვდით და ისწავლეთ სიამოვნების მიღება საკუთარი თავისგან. შემდეგ ისეთი ბედნიერება შეიგრძენით, რომ აღარ ჰქონდეს აზრი თუ კარზე არავინ დაგიკაკუნებთ და არავინ მოვა. თუ მოვა - კარგი იქნება და თუ არ მოვა, მაინც კარგია. მაშინ კი მზად ხართ სხვებთან ურთიერთობისთვის.
8. თუ მდიდარი ხარ, ნუ იფიქრებ ამაზე. თუ ღარიბი - არ მიიღო ეს სერიოზულად. როცა გაითავისებ, რომ სამყარო მხოლოდ სპექტაკლია - თავისუფლებას შეიგრძნობ და განცდებიც წავა. მიიღე ცხოვრება როგორც თამაში, შეჰხაროდე მას.
9. გამბედაობა - განყენებულია ყველა შიშისგან. გამბედაობა უშიშრობა არ არის. თუმცა თავდაპირველად გამბედავსა და მშიშარას შორის დიდი განსხვავება არ არის. ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ მშიშარა ადამიანი საკუთარ შიშს უსმენს და მიჰყვება მას, გაბედული კი ამ ყველაფერს განზე ტოვებს და აგრძელებს გზას, ის მიუხედავად ყველა შიშისა, შეუცნობელ გზაზე მიიწევს.
10. ყოველწუთს იცვლებით. თქვენ მდინარე ხართ. დღეს ის ერთი მიმართულებითა და კლიმატით მიედინება. ხვალ კი სხვა. არასდროს მინახავს ორჯერ ერთი და იგივე სახე. ის გამუდმებით იცვლება, მაგრამ ამის დასანახად დაკვირვებული თვალი გჭირდებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში მტვერი მოედება და ყველაფერი დაბერდება. გეჩვენებათ, რომ ეს ყველაფერი უკვე იყო.
ანა ვერძაძე