რამდენი წლისაც არ უნდა იყოს ვერძი, ის თავის ასაკს ვერასდროს ამჩნევს. დღევანდელი დღით ცხოვობენ და ბევრს არ ფიქრობენ რა იქნება ხვალ. მხიარული განწყობისა და მხნე სულის წყალობით სიბერემდე ინარჩუნებს ენერგიას.
კურო
კუროებს ჭამა ძალიან უყვართ, რის გამოც ასაკთან ერთად ხშირად იმატებენ წონაში. ბუნებით ჯიუტები არიან და ამ თვისებას ასაკის მატება კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ კუროებს დიდი გამძლეობა აქვთ, ამიტომ ძალიან დიდხანს ცოცხლობენ.
ტყუპები
დასახული მიზნის მიღწევაში ტყუპებს ვერც ასაკი დააკლებს
კირჩხიბი
კირჩხიბები სწორედ ისეთი კლასიკური ბებიები და ბაბუები არიან, როგორზეც ოცნებობენ. ორ კატეგორიად იყოფიან: ისინი, ვინც არასდროს ბერდებიან ან ასაკთან ერთად ძალიან მზრუნველები და თანაგრძნობით სავსენი ხდებიან. ნებისმიერს აიძულებენ მის ჭაღარას პატივი სცენ.
ლომი
ლომს ასაკი შემწყნარებლობას ჰმატებს, ამიტომ ამ ნიშნის წარმომადგენლები სიბერეში ძალიან მშვიდი და კარგი ხასიათის არიან. საწადელს უკვე მიაღწიეს ახალგაზრდობაში, ახლა კი პატივისცემას მოითხოვენ. სურთ ყველასთვის სამაგალითოები იყვნენ.
ქალწული
ქალწულები ასაკთან ერთად უფრო კრიტიკულები ხდებიან. გარშემომყოფების ქმედებების მიმართ სულ უფრო უარყოფითად განეწყობიან. ამასთან უფრთხილდებიან ჯანმრთელობას და ზრუნავენ გარეგნობაზე, სიბერეს ტონუსში, მაგრამ მკაცრად ხვდებიან.
სასწორი
სასწორებს სიბერის ეშინიათ. ვერაფრით ეგუებიან ნაოჭებსა და ზედმეტ კილოგრამებს. ამიტომ ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად ყველა ღონეს ხმარობენ. უმეტესშემთხვევაში ახერხებენ, გარშემომოფებს კი მათი ნამდვილი ასაკის გამოცნობა უჭირთ.
მორიელი
მორიელები სიბერეში დიდებული პიროვნებები ხდებიან. თავს ფილოსოფოსებად მიიჩნევენ, რაც წლებთან ერთად დაგროვილმა გამოცდილებამ და სიბრძნის მარაგმა მოუტანა. ხანდახან ეს ასეც არის, თუმცა ხშირად საკუთარი შეხედულებების აკვიატება სჩვევიათ.
მშვილდოსანი
მშვიდლოსნები ვერძების მსგავსად საერთოდ არ ფიქრობენ სიბერეზე. სულის სიღრმეში კი ეშინიათ, ამიტომ ცდილობენ ახალგაზრდულად გამოიყურებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ თავს განსაკუთრებულად არ უვლიან, მომხიბვლელობას სიბერის ბოლომდე ინარჩუნებენ.
თხის რქა
თხის რქისთვის დრო სხვაგვარად ბრუნავს. ჭკვიანები, ჩამოყალიბებულები და სერიოზულები იბადებიან, ასაკში კი ბავშვებს ემსგავსებიან, ყველასთვის მოულოდნელად ხუმრობენ და ოინბაზობენ.
მერწყული
მერწყულები ბავშვობაში ძალიან სერიოზულები და საკუთარ ფიქრებში ჩაკეტილები არიან, ასაკთან ერთად კი ექსცენტრულები ხდებიან და აღარც გარშემომყოფების აზრი აინტერესებთ.
თევზები
თევზებში სიბერე პანიკურ შიშს იწვევს. ძალიან განიცდიან, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრი აქვთ და საკმარისად არ უცხოვრიათ. მაგრამ თუ ასე ნერვიულობას თავს დაანებებენ, დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებენ.
ანა ვერძაძე