1. მთავარი - კარგად სწავლაა!
რას ნიშნავს მთავარია? რომელ სიაშია მთავარი? ან რასთან შედარებითაა მთავარი? აი ამ შეკითხვებით უნდა დაიწყოთ ყველაფერი.
2. კომბოსტო მკერდს ზრდის
ეს სიმართლეს არ შეესაბამება და თუ კომბოსტოს ფურცელს ბიუსჰალტერში მოითავსებთ, უფრო მეტიც, საშინელი სუნი აუვა.
3. ყველა ლამაზ გოგონას შეუხედავი მეგობარი უნდა ჰყავდეს
რადგან ქალის მთავარი მიზანი მამაკაცთან ბედნიერი ცხოვრებაა, შესაბამისად ისეთი მეგობარი უნდა
4. ნამდვილი სიყვარული ის არის, როცა კონტროლს კარგავ, ვეღარ აზროვნებ და ვნების მორევში იძირები
არა. რა თქმა უნდა ზოგიერთ შემთხვევაშ მისაღებია, თუმცა ეს ასე ნამდვილად არაა.
5. ქალი ისე გამოიყურება, როგორც შინაგანად გრძნობს
ეს რომ სიმართლე იყოს, კოსმეტიკური საშუალების მაღაზიები დიდიხანია არ იარსებებდა.
6. ნამდვილი მამაკაცი და ქალი ვალდებულია
ვის მიმართაც ვალდებული ხართ, მიუტევეთ და იცხოვრეთ თქვენი ცხოვრებით და არა სულელური ვალდებულებებით.
7. გავხდები და მერე...
პირველი ის, რომ თქვენ არ გახდებით. მეორეც ის, რომ წონაში დაკლება მნიშვნელოვანი არ არის. გააკეთე ყველაფერი, რაც ახლა გადადე.
8. ეჭვიანობს - ე.ი. უყვარს
ეჭვიანობს, ე.ი. არ არის საკუთარ თავში დარწმუნებული და რაც უფრო მეტად ეჭვიანობს, მით უფრო ნაკლები კავშირი აქვს ამას სიყვარულთან.
9. უბრალოდ ასეთი პერიოდი აქვს
არა! უბრალოდ ასეთი ხასიათი აქვს და ყოველთვის ასეთი ექნება.
10. როცა ქალწულობას დაკარგავ/ბავშვს გააჩენ/30 წელი შეგისრულდება - შენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება
ჩვენ, ადამიანები, საკმაოდ სტაბილურები ვართ. და ვერავითარი პირველი სექსი, ბავშვის გაჩენა თუ ასაკის მატება ვერ შეგვცვლის. კარგია ეს თუ ცუდი - ეს მხოლოდ ცხოვრების თანმიმდევრობაა.
ანა ვერძაძე