18 ოქტომბერი, 2015
სახლის გამწმენდი 6 რიტუალი - შეამოწმეთ რამდენადაა თქვენი სახლი დადებითი ენერგეტიკის მატარებელი
1. აიღეთ 3-5 მცირე ზომის ხახვის ბოლქვი, გაწმინდეთ და მოათავსეთ სხვადასხვა ადგილებში. აიღეთ მსხვილი ნემსი და თითოეულ ბოლქვს წითელი ძაფი შემოახვიეთ. 7 დღის შემდეგ აიღეთ ხახვი და თითოეული ცალკე ფურცლებში შეფუთეთ. კარგად მოაყარეთ მარილი და დაწვით. ამ რიტუალის შემდეგ თქვენი სახლი ავი სულებისგან განთავისუფლდება.

2. რამდენიმე დღის განმავლობაში, ან მთელი კვირით, ყველა ოთახში დაწვით ეკლესიის სანთლები. ცეცხლი აუცილებლად განდევნის შავ ძალებს.

3. შეგიძლიათ მთელი ღამის განმავლობაში ოთახის კუთხეებში შუაზე გაჭრილი ხახვი მოათავსოთ. დილით ისე აიღეთ, რომ ხელით არ
შეეხოთ და მიწაში დამარხეთ.

4. შეგიძლიათ იგივე გაიმეოროთ ნივრით. ცნობილია, რომ ნიორი და ხახვი, საუკეთესო მებრძოლია ბოროტ ძალებთან.

5. აიღეთ კრაზანა ან ბრტყელეკალა, გაახმეთ, დაწვით ეკლესიის სანთლით, ბოლი კი მთელს სახლში მოატარეთ.

6. იმის გასარკვევად, თუ როგორი ენერგეტიკაა თქვენს სახლში, ჩაატარეთ რამდენიმე დაკვირვება. მაგალითად - კარგი ენერგეტიკის მატარებელ სახლში ნელა შრება დაღვრილი წყალი, ლარნაკში ყვავილები დიდხანს ძლებს, ლითონის საგნები გრილია, ხის კი თბილი.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS