ფრჩხილის ჩაბრუნების მიზეზები:
- ფრჩილის კუთხეების ძალიან ღრმა ჩაჭრა;
- სოკო;
- ბრტყელტერფიანობა;
- ხშირი ოფლიანობა;
- მოუხერხებელი და უხარისხო ფეხსაცმელი;
- ტრავმა, დაზიანები;
- ჰორმონალური ცვლილებები;
- მემკვიდრეობითობა.
როგორ უმკურნალოთ ჩაზრდილ ფრჩხილს:
1. მარილის ვანები - მოგიხსნით ტკივილს და შეაჩერებს ანთებით პროცესებს. თბილი წყლით სავსე თასში ჩაყარეთ ერთი მუჭა მარილი. შეგიძლიათ დაუმატოთ გვირილას ნაყენი, ფურაცილინი
2. ალოე - მოგიხსნით ანთებით პროცესებს. დაგჭირდება ალოეს კანგამძვრალი ფოთოლი. დაიდეთ თითზე მთელი ღამით, დილით კი ჩაზრდილი ფრჩილის მოშორებას შეძლებთ.
3. სასარგებლოა - ხახვიც. გასუფთავებული ხახვი გამოაცხვეთ გაზქურაში. როგორც კი გაგრილდება, გაჭერით და ამოიღეთ გული, დაიდეთ დიდ თითზე და შემოიხვიეთ დოლბანდი. დილისთვის ხახვი მთელ ჩირქს ამოიღებს.
4. ღამით დანაყილი ნივრის კომპრესები კი მკურნალობის საუკეთესო არჩევანია.ეს ბუნებრივი ანტისეპტიკური საშუალება, გაგიქარწყლებთ ტკივილს და გააქრობს ანთებას.
ანა ვერძაძე