14 ოქტომბერი, 2015
როგორ დაიცვათ სახლი შურისგან, ავი თვალისგან, უარყოფითი აურისგან ნაკურთხი წყლითა და სანთლით
ხშირად არის შემთხვევები, როცა ოჯახში უმიზეზოდ კამათობთ და ამას ხშირად ოჯახის დანგრევამდეც მიჰყავხართ. ამ ყველაფრის მიზეზი კი უარუოფითი ენერგიის დაგროვებაა.

გაითვალისწინეთ რჩევები, რომლებიც დაიცავს თქვენს სახლს შურის, ავი თვალისგანს და აგაშორებთ უსიამოვნებებს.

სახლის უარყოფითი უარის გაწმენდისთვის, პირველ რიგში დაგჭირდებათ ნაკურთხი წყალი, ეკლესიის სანთლები და ბალახი - აბზინდა, ლიმონის ბალზამი და ვარდის გამხმარი ფოთლები. პროცედურა ყოველი თვის 19-ში მთვარიან ღამეს უნდა გაიმეოროთ.

დაასუფთავეთ სახლი და გადაყარეთ ყველა გაბზარული ნივთი. ნაკურთხი წყალი ჩვეულებრივ წყალს შეურიეთ. შემოიარეთ მთელი
სახლი საათის ისრის მიმართულებით და შეასხურეთ წყალი ყველგან.

შემდეგ ანთებული სანთლით შემოიარეთ და ყოველ კუთხეში შეჩერდით. სანთელი მარილიან თასში ჩადეთ და დაელოდეთ ვიდრე ბოლომდე არ ჩაიწვება. მარილი და სანთლის ნამწვავი ნაჭერში შეფუთეთ და შეინახეთ სახლში 3 დღეს.

შემდეგ ბალახის ნარევი ყველა იმ ადგილას მოაბნიეთ სადაც სანთელი შეირხა. შემდეგ ყველაფერი ერთად შეფუთეთ ნაჭერში და სახლიდან მოშორებით, გზაჯვარედინზე დატოვეთ.

ეს განწმენდს თქვენს სახლს უარყოფითი აურისგან და აგაშორებთ არასასიამოვნო, უმიზეზო კამათს.

თუ არასასურველი სტუმარი გეწვევათ, დიდი ყურადღება მიაქციეთ სარკეს, რადგან ის ყველაზე მეტად იზიდავს უარყოფით ენერგიას. სტუმრის წასვლისთანავე სარკე სასწრაფოდ გაასუფთავეთ ნაკურთხი წყლით.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 9 /
ხათუნა
მიდი შენს მოძღვართან და ის გირჩევს,როგორ მოიქცე,თუ რამე ისეთი გაწუხებს,ლოცვებიც არსებობს,მშვიდობისთვის და ყველაფრის.ჩემი რჩევაა ყვა შემთხვევაში მიმართეთ მამაოს
21:56 / 04-01-2017
გამოხმაურება / 0 /
ლალუკა
თუ თქვენი გული ასეთი რამეებისგან თავისუფალია, არც თქვენ სახლ-კარს მოაკლდება ღვთის კურთხევა
00:07 / 27-12-2016
გამოხმაურება / 0 /
მე
ბალახები არ ვიცი მაგრამ მამაო ნაკურთხი ცყლის მოსხმას და სანთლის დანთებას ისედაც გვირჩევს
02:37 / 09-11-2015
გამოხმაურება / 0 /
სოფო
ვიცი რომ ჩვენით არ შეიძლება ეგეთი რიტუალების გაკეთება და ცდვა არის, ბოროტებისგან დასაცავად საუკეთესო გზა ლოცვა და უფლის რწმენაა)) რათქმაუნდა მამაოს მოყვანა და სახლის კურთხევა უდიდესი მადლია
11:27 / 26-10-2015
გამოხმაურება / 0 /
I
თუ დამიჯერებთ 56 წლის ქალს გთხოვთ, ასეთ რჩევებს არ ენდოთ. წლების ახალგაზრდობაში გაზეთში იყო სურათი, რომელიც უნდა ამოგვეჭრა დაგვეკიდა საპატიო ადგილზე და სიმდიდრე და სანუკვარი ოცნებები გარანტირებული იყო, მტერს რაც მე დამემართა. საშიშია ასეთი რაღაცეები, ჯობია აანთოთ სანთელი მოაპკუროთ ნაკურთხი წყალი, აკმიოთ საკმეველი და თან იკითხოთ 5O-ე , 90-ე ფსალმუნი . ილოცოთ და თუ მღვდლის მოყვანას გადაწყვეტთ შეარჩიეთ.
01:28 / 16-10-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS