13 ოქტომბერი, 2015
სად უნდა შეისხუროთ შამპანიური, "პირველი ღამე" რომ ვნებიანი გქონდეთ
თუ გსურთ ეს ღამე ვნებიანი და დასამახსოვრებელი იყოს, გაითვალისწინე ეს რჩევები და თქვენი ოჯახური ცხოვრება უმაღლეს ეროტიკულ ნოტაზე გაგრძელდება:

1. ნუ დაკარგავ დროს


ნუ დაელოდებით წვეულების დამთავრებას, რაც შეიძლება მალე დაემშვიდობეთ სტუმრებს. ნუ გაატარებთ პირველ ღამეს მშობლების სახლში.
ვიდრე სასტუმროში მიხვალთ, გზად აუჩქარებელი სექსუალური პრელუდია დაიწყეთ. მოფერება, კოცნა, ეთამაშეთ... თქვენი ახლად შეძენილი ქმარი კი გაგრძელების მოლოდინით თავს ვეღარ შეიკავებს.

2. გაიხადეთ ნელა


აუჩქარებელი სექსუალური მოძრაობები მამაკაცს კიდევ უფრე მეტად აღაგზნებს.
სექსოლოგები გირჩევენ, რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოთ მღელვარება,
მაშინაც კი თუ ეს თქვენი პირველი სექსი არ არის.
საქმე იმაშია რომ პირველი საქორწინო ღამე არ უნდა ჰგავდეს ყოველდღიურ სექსს. წინ ხომ კიდევ ბევრი მხურვალე ღამე გელით.

3. თან შამპანური წაიღეთ

აუცილებელი არ არის დალიოთ. უბრალოდ ცივი სასმელი შუშხუნებით, შეუდარებელი სტიმულატორია როგორც მამაკაცის ისე ქალის ეროგენული ზონისთვის.
სასმელი გამოიყენეთ მაშინ, როცა სხეული საკმარისად გახურდება.

4. გააოცეთ

პირველი საქორწინო ღამე საუკეთესოა ექსპერიმენტებისთვის. გამოდით ჩვეული, ყოველდრიუღი პოზის ჩარჩოებიდან. დაუმტკიცეთ ქმარს, რომ ინტიმურ ურთიერთობაში რუტინა თქვენთვის მიუღებელია.

5. შეინარჩუნეთ იუმორის გრძნობა

ეს ღამე დიდხანს დაგამახსოვრებათ, მაგრამ ნუ მოელოდებით, რომ ყველაფერი იდეალურად იქნება. მზად იყავით შეცდომებისა და უხერხული სიტუაციებისთვის და ეცადეთ იუმორით მიუდგეთ. წარუმატებელი პოზები და სხვ. ხუმრობით მიიღეთ, მაგრამ ფრთხილად იყავით, ზედმეტი სიცილით ნუ გაანაწყენებთ პარტნიორს.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS