12 ოქტომბერი, 2015
ცნობილი ფსიქოლოგის რენდი გეიჯის წარმატების განრიგი - 7 წესი ბედნიერი ცხოვრებისთვის
ცნობილმა ამერიკელმა ფსიქოლოგმა რენდი გეიჯმა წარმატების განრიგი 7 კანონით შეადგინა, თუ ამ წესებს გაითვალისწინებთ წარმატებაც არ დააყოვნებს.

1. სიცარიელის კანონი

თუ ახალი ფეხსაცმელი გსურთ, ძველი მოისროლეთ. თუ ახალი ტანსაცმლის შეძენა, გაასუფთავეთ გარდერობი. ძველი სტერეოტიპები თქვენივე ნებით უნდა დაამსხვრიოთ.

2. ცირკულაციის კანონი

მზად იყავით გაუშვათ ის რასაც ფლობთ, რათა მიიღოთ ის, რაც გსურთ.

3. წარმოსახვის კანონი

აღწერეთ თქვენთვის იდეალური დღე, მაგრამ ნურავის აჩვენებთ, გარდა იმ ადამიანებისა, ვისაც ენდობით. აღწერა შეინახეთ, ხელით ატარეთ და დღის განმავლობაში რამდენჯერმე გადაიკითხეთ.

4. შემოქმედების კანონი

კეთილდღეობის მიღწევა ადამიანს საკუთარი აზროვნების, ინტუაციისა და წარმოსახვის საშუალებით შეუძლია.

5. გაცემისა და მიღების კანონი

როცა რაიმეს გასცემთ, უკან ათმაგად გიბრუნდებათ. როცა წარმატებას აღწევთ, აუცილებლად გაუზიარეთ გარშემომყოფებს. თუ ასე მოიქცევით ცხოვრებაში კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიარწევთ.

6. მეათედის კანონი

სამყარო ყოველთვის თავის მეათედს იღებს. ეს უბრალოდ მადლიერების კანონია - 10% ყველაფრისგან, რაც გაგაჩნიათ. არასდროს იცით, როდის დაგიბრუნდებათ თქვენი წილი მეათედი.უმეტეს შემთხევვაში ფულის სახით მოდის, თუმცა შესაძლოა ახალი მეგობრის ან გამოჯანმრთელების სახით დაგიბრუნდეთ.

7. ყველაფრის პატიების კანონი

თუ ადამიანების პატიება არ შეგიძლიათ, ვერ გამდიდრდებით. თუ შურისძიებით ხართ სავსე, სიყვარული თავის ადგილს ვერ იპოვის. უნდა განთავისუფლდეთ უარყოფითი ფიქრებისგან, რაც შინაგანად განადგურებთ და მოსვენებას არ გაძლევთ.

ანა ვერძაძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS