"სულიერ" ენაზე ტანტრული სექსის მიზანი - თქვენი ხერხემლისთვის აუცილებელი ენერგიის გამოყოფაა.
ტანტრული სექსის მთავარი 5 წესი - სექსისგან კიდევ უფრო მეტს მიიღებთ.
1. დაასვენეთ თვალები და ისუნთქეთ ღრმად
სექსის დროს დაჟინებით უყურეთ თქვენს პარტნიორს თვალებში. ასე მასთან უფრო ღრმა კონტაქტს დაამყარებთ და ერთმანეთთან უფრო გახსნილად იქნებით, როგორც ფიზიკურად ისე სულიერად.
2. იაბ-იუმის პოზა
იაბ-იუმი ტიბეტურად - "მამასა და დედას" აღნიშნავს. ეს უნიკალური პოზაა, რადგან საყვარლებს მაქსიამური ფიზიკური კონტაქტის საშუალება
მამაკაცს შეუძლია პარტნიორის საპირისპიროდ, გადაჯვარედინებული ფეხებით დაჯდეს, ქალი კი პარტნიორს მთელი სხეულით ეხება. მთავარია თავი კომფორტულად იგრძნოთ.
3. სუნთქვის სინქრონი
სინქრონულად ისუნთქეთ. ერთად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ. ხანდახან კი პირიქით: პარტნიორის ამოსუნთქვისას ჩაისუნთქეთ და ჩასუნთქვისას ამოისუნთქეთ. ბერები მიიჩნევენ, რომ ამ გზით კუნდალინის ენერგია აქტიურდება.
4. განიწმინდეთ გონება ნებისმიერი ფიქრისგან
ყოველჯერზე, როგორც კი ფიქრს დაიწყებთ, ყურადღება მაშინვე თქვენს პარტნიორზე გადაიტანეთ. პირდაპირი, ღრმა და ხანგრძლივი კონტაქტი - ეს საუკეთესოა რაც ორ ადამიანს შორის ურთიერთობაში შეიძლება მოხდეს.
5. ყურადღება გაამახვილეთ სუნთქვაზე
გაცნობირებულად ისუნთქეთ. შეამჩნევთ როგორ იცვლება სუნთქვის სიხშირე და სიღრმე. ეს დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ რას გრძნობთ თქვენ და თქვენი პარტნიორი მოცემულ მომენტში.
ანა ვერძაძე