12 ოქტომბერი, 2015
„წესებით არ ვცხოვრობ, გულით ვმოქმედებ და არა გონებით“ - პრინცესა დაიანას 10 საუკეთესო ციტატა
1. თქვენი გულების დედოფლად ყოფნას ვისურვებდი, მაგრამ ამ ქვეყნის დედოფლის ამპლუაში ყოფნას ვერაფრით წარმოვიდგენ.

2. ფილოსოფიური აზროვნება - ეს სხვისთვის უბედურების მოტანის ხელოვნებაა.

3. მამაკაცები ქალებზე ნაკლებად იტყუებიან, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, როცა ისინი საკუთარ გრძნობებზე საუბრობენ.

4. ძვირადღირებული საჩუქრები არ მჭირდება. არ მინდა ვინმემ მომისყიდოს. ყველაფერი მაქვს, რაც მჭირდება. უბრალოდ მჭირდება ადამიანი, ვის გვერდითაც თავს დაცულად ვიგრძნობ.

5. ამ საუკუნის ყველაზე დიდი დაავადება ის არის, რომ ადამიანებს ხშირად სწყინთ.

6. წესებით არ ვცხოვრობ, გულით ვმოქმედებ და არა გონებით.

7. ჩახუტებას ბევრი კარგი
მოაქვს, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.

8. კაცებს რომ ბავშვის გაჩენა უხდებოდეთ, არცერთ მათგანს არ ეყოლებოდა ერთზე მეტი შვილი.

9. თუ ისეთს იპოვით, ვინც ცხოვრებაში გეყვარებათ, მაშინ ჩაებღაუჭეთ ამ სიყვარულს.

10. ამბობენ უკეთესია ღარიბი იყო, მაგრამ ბედნიერი, ვიდრე მდიდარი და უბედური. და კომპრომისზე რას იტყოდით - ზომიერად მდიდარი და უბრალოდ ჭირვეული?

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS