09 ოქტომბერი, 2015
რას ამბობს თქვენზე თქვენი ხელის ზომა და თითების სიგრძე
გაზომეთ დაშორება - ხელის გულიდან იდაყვის საწყისამდე თითების საშუალებით.

თუ ვერ წვდებით მაჯას ე.ი. მოკლე ხელები გაქვთ და თუ შეძლებთ - გრძელი ხელები გაქვთ.

პატარა ხელების მქონე ადამიანები, როგორც წესი რისკიანები არიან, აღმერთებენ თავგადასავლებს და საკმაოდ გულუხვებიც არიან. პირად ცხოვრებაში ხშირად არ უმართლებთ.

პრაგმატული ხასიათი აქვთ, ფაქტებსა და ლოგიკას ეყრდნობიან.

თუ ხელის სირგძე საშუალოზე მეტია, ე.ი. პერფექციონისტი ხართ. პატარა დეტალებზეც კონცენტრირდებით. იქ სა
დაც ხარისხია საჭირო, ბადალი არ გყავთ.

ვისაც დიდი ხელები აქვს, საკმაოდ მგრძნობიარენი არიან და მძიმედ რეაგირებენ ცხოვრების სხვადასხვა გარემოებებზე. მაგრამ ამ ფაქტის გაანალიზებაც შეუძლიათ. სხვებზე ზრუნავენ და ახლობლების ინტერესებს ხშირად საკმაოდ მაღლა, საკუთარ ინტერესებზე წინ აყენებენ.

ხელის გულის ფორმასაც საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს

"ოთხკუთხედი" ხელის გული ხშირად პრაქტიკულ, ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანებს ახასიათებთ.
თუ ასეთი ხელის გული გაქვთ, მათემატიკის დიდი სპეციალირსტი ხართ. ყოველთვის ლოგიკურად მსჯელობთ და ინტუიციას არასდროს ენდობით.

მართკუთხა ხელის გულის მქონე ადამიანები პრობლემებს სწრაფად ჭრიან. სისწრაფე მათი მთავარი მახასიათებელია.

თუ თქვენი ხელის გულის ფორმა ოდნავ წაგრძელებულია და ოთხკუთხედს მოგაგონებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მგრძნობიარე და თავგადასავლების მოყვარული ხართ.

იმაზე გრძელი თითები ვიდრე ჩვეულებრივ აქვთ, იმაზე მიანიშნებს, რომ ძალიან ცნობისმოყვარე ადამიანია.
გარდა ამისა მოკლე თითებიანი ადამიანები, ხშირად ხდებიან მმართველები და ლიდერები.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS