09 ოქტომბერი, 2015
როგორი იუმორის გრძნობა აქვთ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებს
ვერძი

უმძიმესი იუმორი აქვთ, უფრო სწორად ძალიან შავი. ვერძმა თუ თქვენზე იხუმრა, კარგი არაფერი გელოდებათ. განსაკუთრებულად მაშინ თუ ის თქვენი უფროსია.

კურო

მათი იუმორი საკმაოდ რთულად გასაგებია, ისევ კუროები თუ გაუგებენ. რაც მთავარია, ამას გრძნობენ და რამდენიმე კაცისგან შემდგარ აუდიტორიაში არ ხუმრობენ, ძირითადად ისევ სხვების ხუმრობებზე იცინიან.

ტყუპები

მათთვის მარტივია საზოგადოების დაქოქვა და გამხიარულება. ისინი ძირითადი წარმართველები არიან სიტუაციის, მაგრამ სიტყვიერ ხუმრობებზე მეტად სხეულის ენა მოსწონთ. არაჩვეულებრივად დასცინიან სასაცილოდ მოცეკვავე მეგობრებს.

კირჩხიბი

მათთვის მიუღებელია შავი
იუმორი და არასოდეს იხუმრებენ ცუდად თუნდაც უცხო ადამიანებზე. ისინი დახვეწილ იუმორს აფასებენ და ყოველთვის გალანტურად ხუმრობენ.

ლომი

ლომ-ქალბატონებს იუმორში ძალიან უჭირთ, სამაგიეროდ მამაკაცებს გამოსდით არაჩვეულებრივად. ისინი ნებისმიერი სუფრის გული და სული არიან და ხშირად ირჩევენ თამადად, რადგან მათი ენამახვილობა საქვეყნოდ ცნობილია.

ქალწული


ისინი შავი იუმორის მოყვარულები არიან და რაც ძალიან ცუდია, უახლოეს მეგობრებსაც კი ადვილად იმეტებენ ამისთვის. ზოგადად კარგად გამოსდით სიტუაციის გამოცნობა. მათ ვერასოდეს მოატყუებთ და ამიტომ ისინიც არ ინდობენ გარშემომყოფთ.

სასწორი

მართალია, მათი გაცინება რომ შეძლოთ იუმორის უბადლო ნიჭს უნდა ფლობდეთ, მაგრამ არც ის დაგავიწყდეთ, რომ თავად ერთ მარტივი ფრაზით შეუძლიათ ადამიანის მიწასთან გასწორება.

მორიელი

თავად სხვის ხუმრობებზე არასოდეს იცინია, აი, სხვებზე კი იდეალურად ხუმრობენ. მორიელებს სპეციალური მარაგიც კი აქვთ ხუმრობებს და ყოველთვის იციან, როდის უნდა მოხსნან გუდას პირი და იქიდან რომელი ხუმრობა ამოუშვან.

მშვილდოსანი

დამცინავად უყურებენ გარშემომყოფთ და ყველაფერზე აქილიკებენ. ხანდახან მათი იუმორი უტაქტოა, მაგრამ გულიდან წამოსული. ბოროტი განზრახვა იშვიათად ამოძრავებთ. ამისათვის ძალიან უნდა გამოიყვანოთ მდგომარეობიდან.

თხის რქა

თავად ცუდად ხუმრობენ, მაგრამ კარგი იუმორის დამფასებლები არიან. ყოველთვის ცდილობენ, რომ გარშემო ასეთი ხალხი შემოიკრიბონ, რათა თავი მხიარულად იგრძნონ.

მერწყული

ჰგონიათ, რომ მათი იუმორი განსხვავებულია და მათ მსგავსად არავინ ხუმრობს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში აუდიტორია მხოლოდ ზრდილობის გამო იცინის, მაგრამ მერწყულები ამას ვერასოდეს ხვდებიან.

თევზები

კაცი-თევზები კარგად ხუმრობენ, ქალები ნაკლებად. აი, მამაკაცები თავისი შავი იუმორითYყოველთვის ყველგან გამოირჩევიან. იმდენად უბადლოდ ხუმრობენ, რომ სისასტიკის მიუხედავად რთულია მათზე გაბრაზება.

კესო ლაღიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS