07 ოქტომბერი, 2015
ძლიერი ფსიქოლოგიური ფილმები, რომლებზეც ცოტამ თუ იცის - დაგაფიქრებთ და ცხოვრებაზე სხვა თვალით შეგახედებთ
ხანდახან ძნელად გასააზრებელია, თუ რამდენად ბოროტად ეთამაშება ადამიანს მისი წინდაუხედაობა. დემონები, გენეტიკური გადახრები თუ ტრავმა, რაც ადამიანებს ცვლის, რაღაც აიძულებს დაიტანჯონ ან დატანჯონ გარშემომყოფები.

საშო (WOMB)


ბენედეკ ფლიგაუფის ფილმი. რეჟისორმა არამარტო ზუსტად შეარჩია მსახიობები, არამედ ღმერთებისგან მივიწყებული ერთი ინგლისური, წვიმიანი ქალაქიც გააცოცხლა, ეს ზუსტად ქმნის სასოწარკვეთისა და დათრგუნვის შეგრძნებას, რასაც გმირები ჭკუიდან გადაჰყავს. შესანიშნავი ფილმია, იმის გასაგებად, რომ დარწმუნდეთ ყველაფერი ძალიან კარგადაა.

კლივლენდელი მძევლები ( CLEVELAND ABDUCTION)


რომ არა სინამდვილე და კლივლენდში მომხდარი ნამდვილი ამბავი,
ალბათ იფიქრებდით, რომ მხოლოდ შეშლილ ფანტაზიას თუ შეეძლო მსგავსი სისასტიკისა და საშინელების მოფიქრება. 11 წლის მანძილზე ტყვეობაში მყოფი მსხვერპლი, ცდილობს საღ გონებაზე დარჩეს. სურათი ძალიან მძიმე და რთულად საყურებელია.

გვერდითი მოვლენა (SIDE EFFECT)

უცნაური, მოულოდნელობებითა და გამოცანებით სავსე ფილმი, როგორ შეუძლია ანტიდეპრესანტებს, სიხარულთან ერთად დიდი ტკივილი მოიტანოს. ტვინთან შეხებისას ხომ არავის აქვს გარანტია, რომ ეს უკუჩვენებას არ გამოიწვევს. ოდნავ გადამეტებული
ჰოლივუდური სურათია, თუმცა მსახიობების კარგი ჯგუფი ფილმს საინტერესოს ხდის.

მარტა, მერსი მეი, მარლენი

(MARTA MARCY MAY MARLEN)


ძალიან მსუბუქი და ღრმა სურათი, რომელიც მაყურებელს ბევრ კითხვებს უტოვებს, არის თუ არა ეს გაორებული პირადი ცხოვრება თუ მოგონება და როგორ მოქმედებს ეს ყველაფერი ადამიანის ფსიქიკაზე.

ვისაუბროთ ქევინზე (WE NEED TO TALK ABOUT KEVIN)

ტილდა სუინტონის ხარისხიანი და ძალიან ღრმა ფილმი. თავის ჟანრში კიდევ ერთი ლამაზი და ფსიქოლოგიური სურათი, დედისა და შვილის ურთიერთობაზე. არის თუ არა შვილის ყველა ცუდი საქციელი დედის დანაშაული ან თუ არის ისეთი რამ, რის შეცვლაც ქალებს არ შეუძლიათ?

ცეცხლფარეში

(STOKER)

რეჟისორი ჩან-ვუუკ პარკი. უემოციოდ, მშვიდად და ლამაზად აღწერს საშინელებებსა და სიგიჟეს. ბოლო წუთამდე ყურადღებას ვერ მოადუნებთ და მხოლოდ ტიტრების გასლის შემდეგ იწყებთ ფიქრს ადამიანის ბუნებაზე - რამდენად დიდია გენეტიკა ჩვენში და როგორ შევიძინეთ...

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS