დედამიწაზე ყველაზე ჭკვიანი ადამიანები ყოველთვის ესაუბრებოდნენ თავის თავს, მხამაღლა განსჯდიდნენ და უმეტეს შემთხვევაში საკუთარ თავს კიცხავდნენ.
ალბერტ აინშტაინი ყოველთვის ესაუბრებოდა საკუთარ თავს. ბავშვობაში განსაკუთრებული პოპულარობით არ სარგებლობდა, ყოველთვის ღისრეულებთან არჩევდა ურთიერთობას, უფრო ხშირად კი საკუთარ თავთან. შეეძლო საათობით ესაუბრა საკუთარ თავთან და ამაში გასაკვირს ვერაფერს ხედავდა.
1. როცა საკუთარ თავს ესაუბრებით, ტვინი უფრო ეფექტურად მუშაობს
მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა. სუპერმარკეტში, შეისწავლეს იმ აუცილებელი საქონლის სია, რომელიც აუცილებლად უნდა
ადამიანებს უადვილდებათ პოვნა, თუ ხმამაღლა წარმოსთქვამენ, რასაც ეძებენ.
2. მხოლოდ მაშინ, როცა იცით რა გჭირდებათ, ხმამაღლა საუბარი ძალიან დაგეხმარებათ
გიადვილდება იმის პოვნა, რაც უკვე გინახავს, მაგრამ ის რაც მხოლოდ სუნით, გემოთი და მეხსიერებით იცით, ამ საგანთან საუბრისას, როცა თქვენს თვალწინ წარმოიდგენთ მას, უფრო მარტივია პოვნა.
3. ხმამაღლა განხილვა სწავლაში დაგეხმარებთ
ყველაფერი პრაქტიკასთან ერთად მოდის. ბავშვები ისმენენ რასაც მოზრდილები საუბრობენ და ამ გზით ეცნობიან სამყაროს. როცა პატარა სათამაშო მანქანით თამაშობს, თავის თავს ესაუბრება, რომ ამ კარებში მანქანა ვერ შეეტევა, რადგან კარი ძალიან დაბალია. ამ ყველაფრის ხმამაღლა გაანალიზებისას ისინი უკეთ იმახსოვრებენ, რომ შემდეგში უფრო გააზრებულად მოიქცნენ.
4. საკუთარ თავთან საუბრისას, საკუთარი ფიქრების სტრუქტურირებას იწყებთ
საკუთარ თავთან საუბრისას, თქვენივე თავის მკურნალი ექიმი ხართ. ხმა შინაგანი მეს სურვილებს წარმოსთქვამს. ნებისმიერი პრობლების გადაჭრის საუკეთესო გზა - მისი ხმამაღლა წარმოთქმაა.
5. ხმამაღლა წარმოთქმა მიზნის მიღწევაში გეხმარებათ
შეადგინეთ თქვენი მიზნების სია. ზოგიერთი მათგანი მიუღწევლად გეჩვენებათ, მაგრამ ხმამაღლა ფიქრით უკეთ მოიფიქრებთ, როგორ შეიძლება მიზნამდე მიღწევა. ნაბიჯ -ნაბიჯ გადალახავთ სირთულეებს და პრობლემის ხმამაღლა გადაჭრით, სულ უფრო მეტად გაგიადვილდებათ ამის გაკეთება. მალე არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი.
ანა ვერძაძე




















