06 ოქტომბერი, 2015
დაბადებიდანვე დანიშნული პატარა - ქურთული ქორწილის ტრადიციები
ქურთები - ერი, რომელიც ათასწლეულების მანძილზე საკუთარ ისტორიულ მიწაზე ცხოვრობს და ღიად გამოხატავენ ეთნიკურ, ტრადიციულ წეს-ჩვეულებებს. ქურთულად საუბრობენ. შეინარჩუნეს ენა, ხასაითი, ტრადიციები და კულტურა. ქურთების უმრავლესობა მუსულმანია, გარდა ამისა მოსახლეობის 1 მილიონი ეზიდიზმს ემხრობა და ეზიდებად მოიხსენიებიან. არიან პროტესტანტები, კათოლიკეები და მართლმადიდებლებიც. სწორედ ამიტომ საქორწინო ტრადიციებმა დროდადრო ცვლილება განიცადა, მაგრამ საბოლოოდ ქურთები მაინც ერთხმად ინარჩუნებენ წეს-ჩვეულებებს.

ქურთები ბავშვს დაბადებისთანავე ნიშნავენ. ხოლო როგორც კი წამოიზრდება ქორწილს გადაუხდიან. არსებობს საპატარძლოს მოტაცების ფაქტებიც. თუ ახალგაზრდა მამაკაცი გოგონას მშობლების
თანხმობის გარეშე იტაცებს, გოგონა შეიხის სახლში მიჰყავს. თუ გოგონას ნათესავები გამტაცებელს წამოეწივნენ მოკლავენ, ხოლო თუ ვერ დაეწევიან, აქ შუამდგომლობას შეიხი გაუწევს.

დღესდღეობით ქურთებში ქალის უფლებები ოდნავ უფრო მეტს ნიშნავს, ამიტომ სულ უფრო ხშირად ეკითხებიან გოგონას გათხოვების თანხმობაზე. თუ გოგონა თანახმაა, მშობლები მას სპეციალური ბეჭდით ნიშნავენ. დანიშვნის შემდეგ გოგონას სახლიდან გამოსვლისას ხმამაღლა სიცილი ეკრძალებოდა, სახეს ნაჭრით იფარავდა, ბიჭს კი გოგონას ოჯახში მისვლა არ შეეძლო და მხოლოდ ნეიტრალურ ადგილებში ხვდებოდნენ.
ზოგან წერენ, რომ ქურთ ქალს მშობლების თანხმობით უფლება ეძლევა ქმარი შეარჩიოს და ხშირშემთხვევაში მისი და მისი ოჯახის არჩევანი ერთმანეთს ემთხვევა. და პირიქით თუ გოგონას ძმას ან მამას მისი გათხოვება სურთ, წინააღმდეგობის გაწევის უფლება არ აქვს და გოგოს მხრიდან მსგავსი საქციელი დიდ სირცხვილად ითვლება.

Rating

ქურთებისთვის ქორწილი მნიშვნელოვანი და ნანატრი მოვლენაა, ამიტომ დიდი ხნით ადრე იწყებენ ფულის შეგროვებასა და მზადებას.

ქალს ტრადიციულ სამოსში გამოაწყობენ და ამ დროს სპეციალური საქორწინო, სევდიანი მუსიკა სრულდება. მშობლების სახლიდან გასვლამდე პატარძლის ძმა ფეხსაცმელში ფულს ჩაუდებს. საქმროსთან პატარძლის შესვლამდე, ვერძის სისხლს მიწაზე ღვრიან. სახლში შესვლის წინ კი ხის კოვზსა და თასს ტეხს. ახალგაზრდა ცოლი არ უნდა საუბრობდეს ბევრს.

ქურთების ქორწილი 3-დან 7 დღემდე გრძელდება.

ქორწილის სუფრის ტრადიციული კერძი ბრინჯითა და ხორცით მზადდება. აქ ქალები და მამაკაცები ერთმანეთისგან განცალკევებით სხდებიან. მამაკაცებს ახალგაზრდები ემსახურებიან.

ქურთები დიდი პატივისცემით ეპყრობიან ტრადიციულ ფოლკლორს. გამოირჩევა ორიგინალურობით, მრავალფეროვნებითა და მდიდრული შეხედულებით. როგორც ყაზახეთში, ისე ქურთისტანში - ქორწილში მათი უმრავლესობა მღერის. ქურთების ფოლკლორი განსაკუთრებით საინტერესოა ფილოლოგებისთვის, რადგან მათი სიმღერის ტექსტები ბრძნული და აზრიანია.

ქორწილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია - პატარძალზე ვაშლის სროლა. შემოაქვთ ვაშლით სავსე კალათი. სიძე და პატარძალი უნდა განცალკევდნენ საქორწინო სახლში, ეს არის სპეციალური კუთხე, რომელიც ფარდითაა გამოყოფილი და სიმბოლურად სამოთხეს წარმოადგენს. შეკრებილი სტუმრები, ბავშვებიდან დაწყებული მოხუცებით დამთავრებული, ფარდის მიღმა, პატარძლის მიმართულებით მთელი ძალით ისვრიან ვაშლებს - ბიბლიური ევას ანგარიშსწორების ნიშნად.

Rating

წესების თანახმად ქალს ქმრის ნათესავ მამაკაცებთან საუბარი ეკრძალება.

ქმრის სიკვდილის შემთხევაში, ორი წლის შემდეგ ქალს გათხოვების უფლება ეძლევა (ხანდახან გარდაცვლილი ქმრის ძმაზე), მაგრამ ბავშვები ნებისმიერ შემთვევაში გარდაცვლილი ქმრის ოჯახში რჩებიან.
ქურთები ტრადიციებს დღემდე ინარჩუნებენ და თაობიდან თაობებს გადასცემენ. ქურთების ახალგაზრდა თაობა დღეს ძალიან ადეკვატურები და საკუთარ თავში დარწმუნებულები არიან. სამომავლოდ ბევრი გეგმა აქვთ, უკეთესი და პროგრესული ცხოვრებისკენ ისწრაფვიან.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
იკა იკა
რა მოხდება თუ ქართველი მოიყვანს იეზიდს ცოლად? სირცხვილია იეზიდებში ეგ?
13:29 / 06-06-2017
გამოხმაურება / 0 /
ისე რომ იცოდეთ
ქალბატონო ანა ვერძაძე მე როგორც ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქე გეტყვით რომ სანამ სტატიას დაწერთ ეთნიკურ ერზე ჯობს კარგად გაერკვეთ ამა თუ იმ ეთნიკურ ერის ადათ წესებში. ახლა კი ქალბატონო ანა ვეძაძე მე როგორც ქურთი (იეზიდი) გეტყვით რომ ჩვენთან დაბადებისთანავე არ აქორწინებენ ბავშვებს, ეს უბრალოდ ერთ-ერთი არასწორი აზრია ეთნიკურ ერზე. თუნდაც გეტყვით რომ ხდებოდა და ხდება დღემდე არასწლოვან ასაკში ქორწინება. ასევე გეტყვით რომ მოტაცების შემთხვევაში არც სიძეს კლავენ, იმაში კი მართალი ხართ იშვიათად მაგრამ მაინც ხდება შეიხის მიყვანა შესარიგებლად და საშუამავლოდ. ასევე გეტყვით რომ დღეს არც ქორწინებაზე წინაამღდეგობა ითვლება დიდ სიცხვილად. არც ვაშლის ტრადიცია გაქვთ სწორად ახწერილი რადგანაც კალათით არ ისვრიან ვაშლს არამედ სიძე ესვრის სამ ვაშლს პატარძალს თავზე რადგან ამასაც თავისი სიმბოლო აქვს, მაგრამ არა ბიბლიური ევას ანგარიშსწორების ნიშნად. ასევე გეტყვით რომ ქალს დაქვრივების შენთხვევაში დაქორწინება არ ეკრძალება, და არც გარკვეული პერიოდია დაწესებული. ეს უბრალოდ დამოკიდებულია ქალის ცხოვრებისდამი შეხედულებებზე, თუმდაც გეტყვით რომ თავმოყვარე ქალი მეორეჯერ ასეთი ნაბიჯის გადადგმას ზოგადად ერიდება ისევ და ისევ შვილების გამო. ასევე გეტყვით რომ დაქვრივების შემთხვევაში არც ბავშვები რჩებიან ქმრის ოჯახში, და არც ქმრის ძმაზე ხდება ქორწინება რადგანაც ეს დიდი ცოდვაა, იმიტომ რომ ისინი დაა ძმად ითვლებიან. ასე რომ სანამ რაიმეს წერას დაიწყებთ კარგად გააკვიეთ. ქალბატონო ანა ვერძაძე ბოლოს გეტყვით რომ უკაცრავათ კრიტიკისთვის იმედია არ გეწყინებათ.
22:55 / 06-10-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS