უცხო ადამინებთან პირადი ურთიერთობის განხილვა
მათი არ ყოფნის დროს თუ მათ თვალწინ ამის გაკეთება, არცთუ კარგი აზრია. პირადი ურთიერთობის განხილვა დაქალთან, ან დედის წინაშე სკანდალის მოწყობა, ძალიან ცუდი არჩევანია. ეს უხერხულ სიტუაციას ქმნის, უსარგებლო ჭკუის დარიგებები აღარასდროს დამთავრდება და შერიგების შემდგომაც უკმაყოფილება რჩება. რაც უფრო ნაკლები ადამიანი
ფულთან არასერიოზული დამოკიდებულება
მამაკაცებს მოსწონთ თქვენს გვერდით ყოფნა, საჩუქრების ჩუქება თუ რესტორანში წაყვანა და ამისთვის ფული სულაც არ ენანებათ. მაგრამ ოჯახური თანაცხოვრებისას მათთვის ასევე მნიშვნელოვანია თქვენი დამოკიდებულება ფინანსებთან. თუ კრედიტის გადასახადის ნაცვლად ახალი კოლექციის ჩანთაზე ხარჯავთ ეს არა ქალური სისუსტე, არამედ აშკარა სისულელეა.
მოუვლელი გარეგნობა
ქალი მამაკაცთან ქორწინებისას ელოდება, რომ მამაკაცი შეიცვლება, მაგრამ არ იცვლება. მამაკაცის მოლოდინი კი პირიქითაა - ქალი არ შეიცვლება, მაგრამ ის იცვლება. საქმე ნაოჭებს არ ეხება, უბრალოდ მამაკაცებს მოსწონთ, როცა ქალი გამუდმებით ცდილობს კარგად გამოიყურებოდეს და ზრუნავს გარეგნობაზე.
ყოფილებთან მეგობრობა
მაშინაც კი, თუ თეორიულად დამტკიცდება ქალისა და მამაკაცის მეგობრობის შესაძლებლობაზე, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ეს თეორია ყოფილ მამაკაცთან. არავითი მეგობრობა, რადგან არც თქვენ გესიამოვნებოდათ თქვენი პარტნიორის ყოფილ საყვარელთან ურთიერთობის შემჩნევა. წარსული ურთიერთობა წარსულში უნდა დარჩეს.
უმიზეზო წყენა
გაიგეთ, რომ მამაკაცები მინიშნებებით საუბარს ვერ იგებენ და თქვენს ემოციურ რეაქციებზე ისინი ვერასდროს გაგცემენ ადეკვატურ პასუხს. და თუ მსგავსი ემოციური გამოსვლები ქრონიკულ სახეს იღებს, მამაკაები ინტერესს კარგავენ და აღარც რეაგირებენ.
ქრონიკული დაგვიანებები
რომანტიკულ ვახშამზე 5 წუთით შეყოვნება, ქალის მხრიდან სასიამოვნოც არის, მაგრამ ერთ საათიანი დაგვიანებებისას გაიხსენეთ, რომ პუნქტუალობა მამაკაცისთვის პასუხისმგებლობასა და პატივისცემასთან ასოცირდება. დაუსრულებელ ლოდინს კი ისინი მწყობრიდან გამოჰყავს.
ტოტალური კონტროლი
ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი - როცა გამუდმებით დაკითხვაზე გყავთ, ამოწმებთ მის შემოსულ ზარებს, სოციალურ ქსელში მის მეგობრებს და შეტყობინებებს - მსგავსი დამოკიდებულება ნებისმიერ ურთიერთობას გაანადგურებს. მიეცით მათ თავისუფლება - გაერთონ მეგობრებთან ერთად, უყურონ ფეხბურთს, ლუდი დალიონ ან ბოლოსდაბოლოს ხანდახან მარტო დატოვეთ. რაც უფრო მშვიდად დათანხმდებით ამ ყველაფერზე, მით უფრო მეტად იქნებიან ისინი თქვენზე დამოკიდებული.
ანა ვერძაძე