04 ოქტომბერი, 2015
კოცნა - მნიშვნელოვანი რიტუალი და 10 მიზეზი რისთვისაც ერთმანეთს ხშირად უნდა აკოცოთ
ადამინები ზაფხულობით სამჯერ მეტად კოცნიან, ვიდრე სხვა ნებისმიერ დროს. მთელი ცხოვრების მანძლზე საშუალოდ მხოლოდ 2 კვირით კავდება ადამიანი კოცნით. შემოგთავაზებთ რამდენიმე არგუმენტს, იმისთვის, რომ უფრო ხშირად აკოცოთ თქვენს პარტნიორს:

1. კოცნა რომანტიკისთვის

გერმანელმა მეცნირებმა დაამტკიცეს, რომ კოცნა ადამიანზე დადებითად აისახება. ბერლინის უნივერსიტეტში ამბობენ, რომ დილით 20 წამიანი კოცნა მთელი დღის განმავლობაში რომანტიკულ განწყობას შეგიქმნით.

2. კოცნა და გახდომა

უმწეო კოცნა ლოყაზე 5 კალორიას წვავს. ვნებიანი კოცნის დროს კი 30 კალორია იწვის. ამიტომ თავი დაანებეთ მკაცრ დიეტებს და
დაკავდით კოცნით.

3. კოცნა იმუნიტეტისთვის

კოცნის მოყვარულები ნაკლებად დადიან ექიმთან, რადგან ამ დროს გამოიყოფა ნეიროპეპტიდი, რაც დაავადებების წარმომქმნელ ბაქტერიებს ებრძვის. კოცნა იმუნიტეტს აძლიერებს.

4. ადრენალინი

ვნებიანი კოცნა, იმავე ქიმიურ რეაქციას იწვევს ტვინში, როგორც პარაშუტით გადმოხტომისას ხდება. კოცნისას სისხლში ადრენალინის დონე იწევს, რასაც ფიზიკური და გონებრივი აქტივობა მოაქვს.

5. ტკივილგამაყუჩებელი

კოცნა კარგი ტკივილგამაყუჩებელია, ის მორფინს 200-ჯერ აღემატება. ამიტომ თუ თავი გტკივათ, სთხოვეთ თქვენს პარტნიორს გაკოცოთ.

6. გაჩუმება

მამაკაცის "გაჩუმების" საუკეთესო საშუალება კოცნაა. კოცნის დახმარებით თავიდან აიცილებთ კამათსა და ჩხუბს.

7. ოჯახური კოცნა

სტატისტიკით, ოჯახური წყვილების 40% ადასტურებს, რომ ფრანგული კოცნა, სიყვარულის გამოვლენის მთავარი ნიშანია. და პირიქით, "უხეში"
კოცნა - განშორებისთვის საუკეთესო პროფილაქტიკაა.

8. ორგაზმი


ქალების 94% კოცნისგან სექსუალურად კმაყოფილდება. ზოგიერთი კი ორგაზმსაც აღწევს.

9. კოცნა გულისთვის

გულ-სისხლძარღვთა სისტემის გასავარჯიშებლად კოცნა ძალიან კარგი საშუალებაა. კოცნის დროს ადამიანს პულსი უხშირდება. ქალებს წუთში150-180 -მდე, მამაკაცებს კი 110-120-მდე. მოგიხსნით სისხლისმიმოქცევის პრობლემებს.

10. განთავისუფლდი სტრესისგან

ამერიკელი ფსიქოლოგი ერიკ ბერნი ადასტურებს, რომ კოცნა ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი რიტუალია. მისი აზრით, კოცნა სტრესისა და დეპრესიის საუკეთესო მკურნალია.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS