02 ოქტომბერი, 2015
ჭეშმარიტად ბედნიერი წყვილის 10 საიდუმლო - ამ რჩევების დახმარებით სიყვარულს მთელი ცხოვრება შეინარჩუნებთ
თაფლობისთვე ყველასთვის სასიამოვნო პერიოდია, გამუდმებით ეფერებით ერთმანეთს, ხელჩაკიდებულები დადიხართ და ყოველ წუთს უტყდებით ერთმანეთს სიყვარულში. ბოლოსდაბოლოს სიყვარულის ეს ტკბილი პერიოდი სრულდება, თუმცა ახალი ეტაპი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთზე მზრუნველობა შეწყვიტოთ. ბედნიერი წყვილი ყოველთვის ცდილობს ინტიმურობისა და რომანტიკის შენარჩუნებას. გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები და მალე მათ გარეშე ცხოვრებასაც ვერ შეძლებთ:

1. დასაძინებლად ერთად მიდიან

10 секретов счастливых пар1

გაიხსენეთ პერიოდი, როცა ერთი სული გქონდა მასთან ჩახუტებულს დაგეძინათ. ერთდროულად დაძინება ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და აუცილებელია მაშინაც კი თუ ერთ-ერთი პარტნიორი დილით
ადრე არ დგება.

2. საერთო ინტერესებს პოულობენ

აუცილებლად გამონახეთ საერთო გასართობი - იქნება ეს სუშის თუ სტეიკის მომზადება, მოგზაურობა დედამიწის გარშემო, ფიტნესი თუ "სამეფო კარის თამაშების" ახალი სეზონი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

3. ხელჩაკიდებულები

ბედნიერი წყვილი ყოველთვის ეძებს სიახლოვეს. მზრუნველობის ყველაზე მარტივი გამოვლინება - სეირნობისას ხელის ჩაკიდებაა. გახსოვდეთ ეს უფრო მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა, ვიდრე ღირსშესანიშნაობების მარტო დათვალიერება ან სელფის გადაღება.

4. ერთმანეთს უფრთხილდებიან

10 секретов действительно счастливых пар5

ბედნიერი წყვილი ცდილობს კონცენტრირებული იყოს პოზიტივზე. წვრილმან სისულელეებზე სიბრაზე და ხშირი კრიტიკა ცუდი გამოსავალია. ფსიქოლოგების რჩევით: პრობლემის გადასაჭრელად კრიტიკის ნაცვლად, პოზიტიური მიდგომა არჩიეთ.

5. ყოველ შეხვედრაზე ერთმანეთს სიყვარულში უტყდებიან

სამსახურში წასვლის წინ, ჩაეხუტეთ თქვენს პარტნიორს და უთხარით რამდენად გიყვართ ის. რთული დღის შემდეგ სამსახურიდან დაბრუნებულსაც იგივე გაუმეორეთ. თუ დღეს სიყვარულის გამოხატვით იწყებთ - ეს სწორი არჩევანია.

6. პაემანზე დადიან

10 секретов действительно счастливых пар4

დაგეგმეთ რომანტიკული ვახშმები. შეინარჩუნეთ სასიამოვნო ღელვა. ისიამოვნეთ ერთმანეთის გვერდში ყოფნით - ეს სიყვარულის ერთ-ერთი მთავარი საიდუმლოა.

7. სძულთ რუტინა

ურთიერთობა მოსაწყენი არ უნდა გახდეს. მიიღეთ სპონტანური გადაწყვეტილებები, გააოცეთ ერთმანეთი, მოაწყვეთ მხირაული სიურპრიზები, აუცილებლად გამონახეთ დრო ერთად გასატარებლად.

8. ტელეფონების გამორთვა

თქვენი ყურადღება 100%-ით საყვარელ პარტნიორს დაუთმეთ. ყველა სოციალური ქსელი დილამდე დაიცდის.

9. ბოდიშის მოხდა შეუძლიათ

ისწავლეთ ბოდიშის მოხდა გულწრფელად და გულით. ნუ შეგეშინდებათ გულწრფელი ემოციების გაზიარების და აუცილებლად უთხარით, რომ ეცდებით მომავალში მსგავსი სიტუაცია აღარ განმეორდეს.

10. გამოხატვას ირჩევენ

10 секретов счастливых пар2

ეცადეთ მოერიდოთ სიტყვებს, როგორიცააა - "ნებისიერი"; "ჩემთვის სულერთია", "რომელიც გინდა". მათი წარმოთქმით პასუხისმგებლობას მეორე პიროვნებას ანიჭებთ და ამტკიცებთ, რომ არ გაინტერესებთ. სხვა დროს, აუცილებლად გაუზიარეთ თქვენი აზრი.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS