30 სექტემბერი, 2015
ყველაფერი, რაც სასწორზე უნდა იცოდეთ - ეროგენული ზონა მისი ტვინია
პერიოდი: 24 სექტემბრიდან - 23 ოქტომბრამდე

სასწორები - შემოქმედი და ჰარმონიის მოყვარული ადამიანები არიან. სიცარიელისგან შედევრებს ქმნიან. დიდი გული აქვთ და სამართლიანები არიან. სამსახურში საუკეთესო თანამშრომელი, კარგი მოსაუბრე და ვნებიანი საყვარელია. მათი ღირსებების ჩამონათვალი ურიცხვია.

სასწორი სიყვარულში

სასწორი მამაკაცი
- რჩეულის მიმართ ძალიან მომთხოვნია. ქალის ყველა ნაკლს ამჩნევს, ხანდახან ძალიან გულუხვი და კეთილია. საყვარელი ქალის გულს ყველა შესაძლებელი თუ შეუძლებელი მეთოდებით იპყრობს. პარტნიორს საფუძვლიანად შეისწავლის და არკვევს რამდენად იდეალურია მისთვის. თუ ყველა გამოცდა ჩაბარდა, ქალი მასთან
კონფლიქტს უნდა მოერიდოს და ქორწინება იდეალური იქნება.

სასწორი ქალი - ძალიან მოსწონს შეყვარებულობის პერიოდი. გოგონა პარტნიორის ახალი მწვერვალისკენ მიზანსწრაფვას აფასებს, უნდა რომ მამაკაცი გამუდმებით ვითარდებოდეს და წარმატებისკენ ისწრაფოდეს. ურთიერთობაში მისთვის მნიშვნელოვანია მისით აღფრთოვანდნენ, აფასებდნენ და პატივს სცემდნენ. საყვარელი ადამიანისთვის მთებს შეძრავს. პარტნიორს პირველრიგში ცივი გონებით ირჩევს და მხოლოდ შემდეგ სხეულითა და გულით.

სასწორი საწოლში

სასწორი მამაკაცი
- ლოგიკურ თამაშებს ირჩევს. მათი გონება ქალების სხეულისთვის ნამდვილი მაგნიტია. უყვართ დიდხანს ფერება, პარტნიორის სხეულის ყოველ მილიმეტრს შეისწავლის. მოფერების ნებისმიერი ტიპი მოსწონს, ამიტომ შეგიძლიათ ყოველგვარი საიდუმლო სურვილი გაუმხილოთ.

სასწორი ქალები - მას გამოცდილი მამაკაცი სჭირდება, რომელიც მისი სხეულის ნებისმიერ წერტილს დააკმაყოფილებს. უყვარს ხარისხი და დახვეწილობა, ამიტომ ყოველთვის ყველაზე ძვირფას საცვალს არჩევს. აფასებს მრავალფეროვნებას და საწოლში კონსერვატორი მამაკაცები ვერ აკმაყოფილებენ.

სასწორის ეროგენული ზონა

სასწორების ეროგენული ზონა მისი ტვინია. უყვართ ორიგინალურობის გარემოცვაში ყოფნა, მზრუნველობა და ყურადღება.

მამაკაცი სასწორების ყველაზე ეროგენული ზონა - ეს მათი "მეხუთე წერტილია". სწორედ დუნდულებზე მოფერება აღუძრავს მათ სურვილსა და ვნებას.

სასწორი ქალებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ზონა ხერხემალია. მსუბუქი მასაჟი და კოცნა მათში ცეცხლს ანთებს. ნუ შეგეშინდებათ პარტნიორის სხეულზე ექსპერიმენტების გამოცდის, რადგან ამით დიდ სიამოვნებას ანიჭებთ.

როგორი მეგობარია სასწორი

მეგობრობაში სასწორები ცივსისხლიანები არიან. გვერდში ყოველთვის არ დაგიდგებიან. მათი შენიშვნები ყოველთვის განსჯის და სიფხიზლისკენ მოუწოდებს. დადებითი თვისება შესანიშნავი იუმორის გრძნობაა. ყველაზე ცუდ დღესაც კი შეუძლიათ განწყობა აგიმაღლონ.
სასწორებს არ უყვართ, როცა ვიღაც უხეშად ან უმადურად იქცევა. კონფლიქტებს გაურბიან და თავის დაღწევას მჭევრმეტყველებითა და კარგი ლოგიკური აზროვნებით ახერხებენ. მათ გარშემო არასდროსაა დაშინებული ან ცხოვრებაზე გამუდმებით უკმაყოფილო ადამიანი.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS