ანჩხლობა
აღმოჩნდა, რომ მამაკაცებს სულაც არ იზიდავთ ანჩხლი ქალები. გამოკითხვის შედეგად აშშ-ში, მამაკაცების აზრით ყველაზე საზიზღარი ქალების ათეულში შევიდა სწორედ ქალი, რომელიც ინტრიგებს ხლართავს, ბოროტად აკრიტიკებს და სხვა ქალებს უხეშად მოიხსენიებს. და პირიქით, ქალის ყველაზე სასურველი თვისებებია - სიკეთე, მხიარულება, გამჭრიახი გონება, პატიების უნარი და კომპრომისზე
გაუთავებელი საუბრები
ხშირად ქალების გაუთავებელი საუბარი ყველასა და ყველაფერზე, კოლეგებზე, სკანდალზე, ინტრიგბზე, ფეხსაცმლის მაღაზიაზე - მამაკაცის გაღიზიანებას, თავის ტკივლის და გაქცევის სურვილს იწვევს. უმჯობესია თავი დაანებოთ საათობით თქვენს გლამურულ დაქალებზე საუბარს.
ეჭვიანობა

ნორმალურ ფარგლებში ეჭვიანობა ხშირად ურთიერთობისთვის სასარგებლოცაა, წყვილი არ მოიწყენს. მაგრამ სულ სხვა საქმეა ქალის ქრონიკული ეჭვიანობის სცენები. კითხვები "სად იყავი", "ვინ გირეკავდა", ტელეფონის შემოწმებები და მსგავსი დაუსრულებელი საქციელები ყველაზე მომთმენ მამაკაცსაც კი მობეზრდება და აუცილებლად წავა.
მესაკუთრე
ფსიქოლოგების მტკიცებით, ქალთან ურთიერთობისას მამაკაცს ორი აუცილებელი პირობა უნდა აკმაყოფილებდეს: პირველი - იყოს გამოსადეგი; მეორე - იყოს თავისუფალი. შესაძლოა პარადოქსულად მოგეჩვენოთ, მაგრამ მამაკაცს საკუთარო სამყარო, თავისუფლება ჰაერივით სჭირდება. ამ საჭიროების არ აღიარება და მისი ყოველი ნაბიჯის კონტროლი თქვენს ურთიერთობას გაანადგურებს.
გაუმაძღარი

ყველაზე გულუხვ და ყურადღებიან მამაკაცსაც კი ჭკუიდან გადაიყვანს ქალის გაუმაძღრობა და უმადურობა. ქალი, რომელიც მამაკაცისგან დაუსრულებლად მოითხოვს მორიგი მოთხოვნების შესრულებას, საბოლოოდ მარტოობა ელის.
მიჯაჭვულობა
შეყვარებული ქალების მარადიული შეცდომა - წინა ცხოვრებაზე უარის თქმა, მამაკაცი სამყაროს ცენტრად გაიხადოს, მეგობრებთან ურთიერთობას წყვეტს და მთელი დროის გატარება საყვარელ მამაკაცთან სურს, შემდეგ იმავეს მოითხოვს მამაკაცისგან. მაგრამ მსგავსი დამოკიდებულება კაცებს ხოლოდ აშინებთ. მათთვის ბევრად საინტერესოა ქალი, რომელიც სავსე ცხოვრებით ცხოვრობს და მის რჩეულს კვარცხლბეკზე დგომა სულაც არ უწევს.
ანა ვერძაძე