29 სექტემბერი, 2015
როგორი ქალები ეზიზღებათ მამაკაცებს
აღმოჩნდა, რომ შეყვარებული მამაკაცი თვალს დახუჭავს ქალის ბევრ ნაკლზე - თუ საჭმლის მომზადება არ ეხერხება, არ აქვს წითელი დიპლომი, დაგვიანება სჩვევია, მაგრამ არსებობს რამდენიმე თვისება, რაც მამაკაცებს ჭკუიდან შლის.

ანჩხლობა

აღმოჩნდა, რომ მამაკაცებს სულაც არ იზიდავთ ანჩხლი ქალები. გამოკითხვის შედეგად აშშ-ში, მამაკაცების აზრით ყველაზე საზიზღარი ქალების ათეულში შევიდა სწორედ ქალი, რომელიც ინტრიგებს ხლართავს, ბოროტად აკრიტიკებს და სხვა ქალებს უხეშად მოიხსენიებს. და პირიქით, ქალის ყველაზე სასურველი თვისებებია - სიკეთე, მხიარულება, გამჭრიახი გონება, პატიების უნარი და კომპრომისზე
წასვლა.

გაუთავებელი საუბრები

ხშირად ქალების გაუთავებელი საუბარი ყველასა და ყველაფერზე, კოლეგებზე, სკანდალზე, ინტრიგბზე, ფეხსაცმლის მაღაზიაზე - მამაკაცის გაღიზიანებას, თავის ტკივლის და გაქცევის სურვილს იწვევს. უმჯობესია თავი დაანებოთ საათობით თქვენს გლამურულ დაქალებზე საუბარს.

ეჭვიანობა

6 женских качеств, которые отталкивают мужчин 2

ნორმალურ ფარგლებში ეჭვიანობა ხშირად ურთიერთობისთვის სასარგებლოცაა, წყვილი არ მოიწყენს. მაგრამ სულ სხვა საქმეა ქალის ქრონიკული ეჭვიანობის სცენები. კითხვები "სად იყავი", "ვინ გირეკავდა", ტელეფონის შემოწმებები და მსგავსი დაუსრულებელი საქციელები ყველაზე მომთმენ მამაკაცსაც კი მობეზრდება და აუცილებლად წავა.

მესაკუთრე

ფსიქოლოგების მტკიცებით, ქალთან ურთიერთობისას მამაკაცს ორი აუცილებელი პირობა უნდა აკმაყოფილებდეს: პირველი - იყოს გამოსადეგი; მეორე - იყოს თავისუფალი. შესაძლოა პარადოქსულად მოგეჩვენოთ, მაგრამ მამაკაცს საკუთარო სამყარო, თავისუფლება ჰაერივით სჭირდება. ამ საჭიროების არ აღიარება და მისი ყოველი ნაბიჯის კონტროლი თქვენს ურთიერთობას გაანადგურებს.

გაუმაძღარი

6 женских качеств, которые отталкивают мужчин
ყველაზე გულუხვ და ყურადღებიან მამაკაცსაც კი ჭკუიდან გადაიყვანს ქალის გაუმაძღრობა და უმადურობა. ქალი, რომელიც მამაკაცისგან დაუსრულებლად მოითხოვს მორიგი მოთხოვნების შესრულებას, საბოლოოდ მარტოობა ელის.

მიჯაჭვულობა

შეყვარებული ქალების მარადიული შეცდომა - წინა ცხოვრებაზე უარის თქმა, მამაკაცი სამყაროს ცენტრად გაიხადოს, მეგობრებთან ურთიერთობას წყვეტს და მთელი დროის გატარება საყვარელ მამაკაცთან სურს, შემდეგ იმავეს მოითხოვს მამაკაცისგან. მაგრამ მსგავსი დამოკიდებულება კაცებს ხოლოდ აშინებთ. მათთვის ბევრად საინტერესოა ქალი, რომელიც სავსე ცხოვრებით ცხოვრობს და მის რჩეულს კვარცხლბეკზე დგომა სულაც არ უწევს.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
მე
კაცებს ''სწერვა'' ქალები მოსწონთ რატომღაც
14:52 / 07-01-2016
გამოხმაურება / 0 /
ნეანდერტალელი
კი მაგრამ ასეთი ავადმყოფები აქ საიდან მოიყარეთ? თეფშის ლეწვა, თმებში წვდომა და პანღურები გდომებიათ და რა უნდა გელაპარაკოს კაცმა? ვინ გასწავლათ რომ კაცს ნაზი ან დალაგებული ქალი არ მოსწონს? თქვენ ფერმიდან ხომ არ ხართ მოსული აქ? ეგებ კაი ლაზათიანად კეტიც დაგცხოს კაცმა, ისიც თუ მთვრალი მოვიდა შინ? ჰაა? მაზოხისტები ხართ თუ ქალები? მუჯლუგუნი და წიხლი თუ არ ჩაგაზილათ ერთ ადგილზე ისე არაა საშველი?
02:37 / 01-10-2015
გამოხმაურება / 0 /
tina
Tu mkitxavt kacebi Arian sazizgrebi qalebs saertod colebs ar scemen patibs da atas sisuleles mizezoben
23:13 / 30-09-2015
გამოხმაურება / 0 /
30 სექტემბერი
მე კიდევ საერთოდ ვერ ვიგებ, არა სხვის აზრს ვცდილობ პატივისცემით მოვეკიდო მაგრამ მართლა ვერაფრით ვხვდები გინდა კაცი გინდა ქალი რა ასატანია თუ არც ყვირის,არც ბუზღუნებს, არც ლეწავს თითო ოროლა თეფშს არც სკანდალებს აწყობს და მითუმეტეს არც ეჭვიანობს,ვის რაში სჭირდება მასეთი უემოციო ადამიანი. მაშინ წადი და ნახე ვინმე ყველაზე სიმპათიურად ან ლამაზად ვინც გამოიყურება მარმარილოს ქვაზე,დაივლი ბოლობოლო რამოდენიმე სექტორს სასაფლაოზე და დავიჯერო აღარავინ მოგეწონება ადამიანს ვიზუალით?! ადგები და ჩამოუჯდები კოხტად იქვე... უცხოსგან შორებელისგან არც კაცს არც ქალს არ სიამოვნებს ვერც აიტანს ჩხუბსა და ბუზღუნს კიარა შეიძლება ქებამ და ზედ დადნობამ გაგაღიზიანოს როცა იცი რაღაცატომ გეპირფერება და უანგაროდ არ უყვარხარ. თორეეეეე ე... ისე სხვატაშორის ჩვენტან არის მხოლოდ სწორხაზოვანი განმარტება ყველაფრის მშრალად აი ეს უდრის ამას ანუ ანჩხლი = დაუბანელს დებილს მახინჯს და ფქვილიან ხელებს. ან მოჩხუბარი კაცი ტოლია აქოთებული ლოთისა- ესაა ქართული უნიკალური შეხედულება! არადა შეიძლება ქალი ანჩხლობდეს, მესაკუთრე ბუნებას გამოხატავდეს მაგრამ სასიამოვნო არომატი ჰქონდეს და ნორმალურად გამოიყურებოდეს ან ანჩხლობდეს სექსუალურობის ეგიდით. რა, კაცი არ შეიძლება ეჭვიანობდეს ან სალათის თეფშს გაფშვნიდეს თავზე ისე რომ ეს ყველაფერი კარგი შესახედი იყოს და არც ჩანჩურა გამოთაყვანებული ღიპიანი ლოთი არ იყოს?! ისე კი, აუტანელი ქალი ჩემს მტერს ოჯახში რთულია ძაან მაგის გაძლებას გმირობა ჭირდება მაგრამ ცოტა ლავირების ნიჭი თუ აქვს ქალს,იქ ყველაფერი მოგვარდება.არსებობს ქალის ფსიქოტიპი, უბადლო ლავირების ნიჭით შემკული, ანუ ქართულად რომ გადავთარგმნო,არა აფერისტი არამედ ნიჭიერი მარტივ ადამიანურ ურთიერთობებში(ტერმინს არ ვახსენებ) ცოტა ჭკუაც ტუ აქვს,იმან იცის თუ რეალურად გამწვავდა სკანდალი, სად დაიხიოს უკან,სად მიაწვეს პირიქით, სად ქალური ხიბლის სიჩქარეები ჩართოს,მაგრამ ზოგჯერ სექსუალურმა "ზახოდმაც" თუ არ გაჭრა,ოოოოო,მანდ უკვე იძაბება მდგომარეობა. მაგრამ, კიდევ ვიცი ერთი ორი ჯანსაღი,გონივრული მეთოდი კომფლიქტის გასანეიტრალებლად.ისიც თუ არ გაამართლებს, ვრეკავთ ნომერზე- 112
19:20 / 30-09-2015
გამოხმაურება / 0 /
მაკა
ეს ყველაფერი წარმოვიდგინოთ კაცში თუ მოგვეწონება ქალებს. ეჭვიანი და ანჩხლი კაცი წარმოიდგინეთ თქვენს გვერდით თუ მოგეწონებათ
16:05 / 30-09-2015
გამოხმაურება / 0 /
მაკა
და მე პირადად რაც მაცოფებს ქალში ესაა ძაან რო ტყდებიან და ძაან რო ნაზობენ. დაკარი დააგდე ეგეთი ქალი
16:02 / 30-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ტტტ
მგონი ყველაფერი პირიქითაა...ნატურით ვარ მშვიდი,მადლიერი,ზომიერების დაცვა მიყვარს,მაგრამ მივხვდი მეუღლე ამით უფრო ღიზიანდებოდა ანუ სრულყოფილებას ვერ იტანდა..ამიტომაც ვცდილობ ვიყო ანჩხლი,მესაკუთრე საკუთარ თავზე და შვილებზე ორიენტირებული...ვგრძნობ ეს მდგომარეობა აშინებს მაგრამ უფრო დამაფასა...მოკლედ ყველაფერი ინდივიდუალურია
11:06 / 30-09-2015
გამოხმაურება / 0 /
აუტანელი ქალი
ერთი პუნტქტის გარდა ყველას ვემთხვევი. აი ასეთი საშინელი ქალი ვარ... და იცით რა მიკვირს? ჩემი კაცი რატომ კარგავს წკუას ჩემზე უკვე 6 წელია? ქვეყნად ხომ მილიონი ქალია, რომელთან ყოფნაც შეუძლია... მაგრამ არა... ის ჩემთან არის... როდესაც გიყვარს მისი სიანჩხლე, შენზე მოჯაჭვულობა, ეჭვიანობა, მესაკუთრეობა და ლაპარაკი საყვარლად გეჩვენება. ეს უფრო მეტდ გაყვარებს ქალის თავს.
18:17 / 29-09-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS