28 სექტემბერი, 2015
უგემრიელესი აჯიკის რეცეპტი შალვა ნათელაშვილის მეუღლისგან: ''ჭეშმარიტი მეგრელი ვარ''
შალვა ნათელაშვილის მეუღლე, ბელა ალანია რომ არაჩველებრივი დიასახლისია, ეს ''ფეისბუქზე'' გამოქვეყნებული მისი ბოლო პოსტიდანაც ჩანს. ბელა ალანია აჯიკის მზადების დროს გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და მისი მომზადების რეცეპტსაც გვთავაზობს.

''გაცხარებული ბელა ალანია აჯიკის თუ აჯიკის საწებლის კეთების დროს.

პ.ს.ჭეშმარიტი მეგრელი (დაკო ვარ)

აჯიკის რეცეპტი:

10 კილო პომიდორი,

2 კილო ბულგარული-წითელი წიწაკა,

0,5 კილო ცხარე წიწაკა,( შეიძლება 1 კილოც, ვის როგორი სიცხარის უყვარს)

ნიორი 300 გრამი,( გემოვნების მიხედვით, ხან 500 გრამსაც ვუკეთებ)

მარილი გემოვნებით.

1ლიტრაზე 1ტაბლეტი "აცეტილ სალიცინის
მჟავა".

ქილებს არავითარი სტერილიზაცია არ უნდა. პირდაპირ ჩაასხამთ და მთელი ზამთარი არაფრის შეგეშინდეთ.

აკეთებენ სხვანაირადაც, მეტ წიწაკას უკეთებენ და მეტ მარილს, ამატებენ ადუღებულ ძმარს (ნახევარ ლიტრს) და აცლიან დადუღდეს. ( სამი დღიდან, ათ დღემდე.) დღეში 2-3 ჯერ ურევენ. ამ შემთხვევაში ასპირინი არ უნდა. ადრე ასე ვაკეთბდი.''

Rating Rating
Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 21 /
დოდო
როგორ მიყვარს ეს ქალი, რა სათნოა
23:59 / 04-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ნათია
აღმოსავლეთში აჯიკას ეძახიან. საწებელი სხვა რამეა, მხოლოდ პომიდორი, ნიორი, სუნელები რომაა. დიდი მადლობა ქ-ნო ბელა, მინდოდა გაკეთება და გავაკეთებ ხვალვე
23:43 / 03-10-2015
გამოხმაურება / 0 /
buehehehe
პომიდვრის ცხარე საწებელია ეს და არა აჯიკა. აჯიკა ამდენ ქილებში არ მზადდება ჩამოსასხმელად და არც სტერილიზაცია არ უნდა. ჯერ აფხაზებს ჰკითხეთ, როგორ კეთდება აჯიკა და მერე მეგრელებს.
13:08 / 03-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო
მე ვაკეთებ.და ძალიან მომწონს 6 კილო პომიდორი 2 კილო ბულგარული წიტელი. 300 გრ ნიორი ,მწარე წიწაკა გემოვნებიტ, 2 ჩ/ჭ გადადუგებული ძმარი , 10 აბი ასპირინი. გატარებული მმოატავსე ემალის კასრულში ურიე დგეში 2-3 ჯერ 7-8 დგე და ჩაასხი ქილაში. უკეტესია გააკეტოტ მოგრდზო პომიდორიტ
22:23 / 01-10-2015
გამოხმაურება / 0 /
დატა
დიდი ბოდიში მაგრამ ქალბატონს რაგაც ერევა. ეს არანაირად არ არის აჯიკა. პამიდვრის საწებელია ერტგვარი
17:47 / 30-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ია
ისეტი სასიამოვნო და სანდომიანი კალბატონია ნამდვილად მინდა მომავალი პრეზიდენტის მეუგლე იკოს.
23:31 / 29-09-2015
გამოხმაურება / 0 /
დიკო
მეც ეგრე ვაკეთებ , მაგრამ ხმელ ქინძს და უცხო სუნელვ ვამტებ ცოტას
17:51 / 29-09-2015
გამოხმაურება / 1 /
მაია
ასპირინით აკეთებთ,თუ დადუღებით აი ათ დღემდე რომ უნდა ურიოთ,?
21:57 / 08-10-2020
დალი
სასიამოვნო ქალბატონი ბრძანდებით
12:36 / 29-09-2015
გამოხმაურება / 0 /
sasa
შალვა, რომ მოვიდეს პრეზიდენტად, ხო რა ფულს იშოვის წარმოგიდგენიათ ალბათ.. პოლიტიკოსი არ უნდა იყოს დამშეული
09:50 / 29-09-2015
გამოხმაურება / 0 /
თამარ
აი ნამდვილი აჯიკა,გამახსენდა ჩემი ცხონებული ბებია,ისიც ასე აკეთებდა,რეცეპთი არ მქონდა და დიდი მადლობა რომ მასწავლეტ
21:50 / 28-09-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS