''გაცხარებული ბელა ალანია აჯიკის თუ აჯიკის საწებლის კეთების დროს.
პ.ს.ჭეშმარიტი მეგრელი (დაკო ვარ)
აჯიკის რეცეპტი:
10 კილო პომიდორი,
2 კილო ბულგარული-წითელი წიწაკა,
0,5 კილო ცხარე წიწაკა,( შეიძლება 1 კილოც, ვის როგორი სიცხარის უყვარს)
ნიორი 300 გრამი,( გემოვნების მიხედვით, ხან 500 გრამსაც ვუკეთებ)
მარილი გემოვნებით.
1ლიტრაზე 1ტაბლეტი "აცეტილ სალიცინის
ქილებს არავითარი სტერილიზაცია არ უნდა. პირდაპირ ჩაასხამთ და მთელი ზამთარი არაფრის შეგეშინდეთ.
აკეთებენ სხვანაირადაც, მეტ წიწაკას უკეთებენ და მეტ მარილს, ამატებენ ადუღებულ ძმარს (ნახევარ ლიტრს) და აცლიან დადუღდეს. ( სამი დღიდან, ათ დღემდე.) დღეში 2-3 ჯერ ურევენ. ამ შემთხვევაში ასპირინი არ უნდა. ადრე ასე ვაკეთბდი.''


