27 სექტემბერი, 2015
ვაშლის სეზონი - მოამზადეთ საუკეთესო სასმელები ვაშლისგან
სექტემბერი - ტრადიციულად ითვლება ვაშის სეზონად. მოამზადეთ ამ სასარგებლო ხილით უგემრიელესი წვენი სახლის პირობებში და ჩაანაცვლეთ მაღაზიაში შეძენილი ქიმიური სასმელები.

ინგრედიენტები:

18 ც საშუალო ზომის წითელი ვაშლი;

ცოტაოდენი დარიჩინი;

ცოტაოდენი შაქარი.

მომზადების წესი:

1. გარეცხეთ ვაშლი და დაჭერით კანიანად;

2. ვაშლის ნაჭრები მოათავსეთ ქვაბში და დაასხით წყალი ისე, რომ დაფაროს. საშუალო ცეცხლზე ადუღეთ 20-25 წუთს;

3. შემდეგ გაფილტრეთ;

4. მიღებულ წვენს დაუმატეთ ცოტაოდენი შაქარი და დარიჩინი გემოვნებით;

5. დარჩენილი ვაშლის ნაჭრებით საუზმისთვის შეგიძლიათ მოამზადოთ ვაშლის ფაფა. უბრალოდ დაუმატეთ შაქარი და
დააბლენდერეთ.

ვაშლისგან მომზადებული ცხელი სასმელი

ინგრედიენტები:

1. 1 ლ ვაშლის წვენი. (სასურველია სახლის ან ახლადგამოწურული);

2. ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩინი;

3. ჩაის კოვზის მეოთხედით ჯავზის კაკალი;

4. 80 მლ ყავისფერი რომი;

5. ვაშლის ნაჭრები გასაფორმებლად.

მომზადების წესი:

1. დაბალ ცეცხლზე შეაცხელეთ ყველა ინგრედიენტი ერთად, რეგულარულად ურიეთ;

2. მზა წვენი, გადმოასხით ჭიქებში და გააფორმეთ ვაშლის ნაჭრებით. მიირთვით თბილ მდგომარეობაში.

ვაშლისა და კარამელის სიროფი

ინგრედიენტები:

1,5 ლ ვაშლის სიროფს დაუმატეთ კრემი;

2 სუფრის კოვზი კარამელი გასაფორმებლად.

მომზადების წესი:

1. ვაშლის წვენი დაბალ ცეცხლზე შეათბეთ, მიიყვანეთ ადუღებამდე;

2. გადმოდგით ცეცხლიდან, გააგრილეთ 5 წუთს, გადაასხით მაღალ ჭიქებში;

3. დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი კარამელი და აურიეთ;

4. ზემოდან დაუმატეთ კრემი და გააფორმეთ კარამელით.

ვაშლის მარტინი.

ინგრედიენტები:

30 მლ ვაშლის ლიქიორი;

30 მლ არაყი;

30 მლ ვაშლის წვენი.

მომზადების წესი:

1. დააბლენდერეთ ინგრედიენტები ყინულთან ერთად;

2. გადმოასხით მარტინის ჭიქებში და გააფორმეთ ვაშლის თხელი ნაჭრით.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS