იმიჯი
ვერ ვიტყვით, რომ ახლა საზოგადოების უმეტესი ნაწილი ფინანსურად იმდენად უზრუნველყოფილია, რომ დეპრესიიდან გამოსასვლელად მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა ან ახალი კუნძულის შეძენა ვურჩიოთ. უმჯობესია, ცხოვრების შეცვლაზე ლაპარაკი იმიჯის შეცვლით დავიწყოთ. დასაწყისისთვის შეეცადეთ, თმა შეიღებოთ, შეიჭრათ, დაიხვიოთ ან გაისწოროთ. მოკლეთ, შეცვალოთ ის, რაც
უნდა შეიცვალოს ჩაცმის სტილიც. მთავარია, ისეთი სამოსი შეიძინოთ, რომელიც ახალ სახეს მოუხდება, ამასთან, თავს სხვა ადამიანად გაგრძნობინებთ. მაგალითად, ვინც ადრე გრძელ ბოლოკაბებს არ იცვამდა, კარგი იქნება, თუ ბოშურ სტილს მოირგებს, ვინც ჯინსს არ სწყალობდა, კოვბოის სამოსში გამოეწყოს, ხოლო ვისაც დეკოლტეთი გამოჩენის ეშინოდა, ცალი მხარი მაინც მოიშიშვლოს.
ჰობი
მომდევნო საშუალება მოსაბეზრებელი ყოველდღიურობის შესაცვლელად უფრო სახალისოა. საქმე ეხება ჰობის. თუ ქარგავთ, ქსოვთ ან ფუმფულა სათამაშოებს აგროვებთ, ყოველივე ეს ცოტა ხნით გვერდზე გადადეთ. საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, წახვიდეთ და არგენტინული ტანგოს შესწავლა დაიწყოთ, თანაც მეწყვილესთან ახალ ურთიერთობებსაც გააბამთ. საინტერესო იქნება ფლამენკოსა და მუცლის ცეკვის შესწავლაც. ასეთ ცეკვებს, სხვათა შორის, განათლებული, ინტელექტუალური ადამიანები სწავლობენ. ასე რომ, საინტერესო საუბრებიც გელოდებათ. ვისაც ცეკვის იდეა არ მოსწონს, შეუძლია ბილიარდით, ტირით ან ავტოსპორტით შეიქციოს თავი. გამოგადგებათ, აგრეთვე, სამოყვარულო ალპინიზმი და პარაშუტით ხტომა.
ეზოთერიკა
საქმის არსს რომ ჩასწვდეთ, ხშირად იარეთ მაღაზიებში, სადაც იყიდება ლიტერატურა ეზოთერიკის შესახებ. მაღაზიაში მისვლა იმიტომ სჯობს, რომ იქ უფასოდ წაგიკითხავენ ლექციას და გაგარკვევენ, როგორ გამოიყენოთ მიღებული ინფორმაცია სასიკეთოდ.
თუ წიგნის შეძენის საშუალება არ გექნებათ, თანამოაზრეებს მაინც გაიცნობთ, მოაწყობთ დისკუსიებს.
მსოფლმხედველობა
ცხოვრების შეცვლის რელიგიურ-მსოფლმხედველობითი გზა არ გულისხმობს, რომ კონკრეტულად რომელიმე რელიგიის მიმდევარი გახდე. მთავარია, მორწმუნე იყო. ამისთვის აუცილებელია, ჯერ საკუთარ სარწმუნოებაში გაერკვე, საკუთარი კონფესიის ტაძრებში იარო, წაიკითხო სხვადასხვა ლიტერატურა, ნელ-ნელა გაიფართოო მსოფლმხედველობა და გადაწყვიტო, რა გზა აირჩიო.
კესო ლაღიძე