26 სექტემბერი, 2015
ღირსეული და საკუთარ თავში დარწმუნებული ქალის 12 დამადასტურებელი პრინციპი
ქალების უმრავლესობას სურს, უყვარდეს საკუთარი თავი და არ ჰქონდეს არასრულფასოვნების კომპლექსი.
გაიგეთ როგორი უნდა იყოს ქალი, რომელიც საკუთარ თავს აფასებს და პატივსსცემს:

1. თავმოყვარე ქალი მამაკაცის ყოველ ამოსუნთქვასა და გამოხედვას საკუთარ თავთან არ დააკავშირებს. ის მამაკაცზე დამოკიდებული არ გახდება;

2. საკუთარ თავში დარწმუნებული ქალი არ გაბრაზდება და არ სთხოვს მამაკაცს, მეტი ყურადღება გამოიჩინოს. მას კარგად ესმის, რომ ნორმალური მამაკაცის ცხოვრებაში 24 საათი მას ვერ ერგება. მხოლოდ უსაქმურ კაცს შეუძლია, მთელი დრო საყვარელ ქალს მიუძღვნას;


3. თავმოყვარე ქალს, თუ
მამაკაცი არ დაურეკავს, რაღაცის შეხსენება დაავიწყდა, სახლში მოსვლისას ხმა არ ამოუღია და ტელევიზორის საყურებლად წამოწვა - აზრადაც არ მოუვა, რომ მას ის არ უყვარს. ძლიერი და საკუთარ თავში დარწმუნებული ქალი აუცილებლად იპოვის საქმეს, რითიც დაკავდება;

4. საკუთარ თავში დარწმუნებული ქალი არ იდარდებს, თუ მამაკაცი ცუდ ხასიათზეა და არ იფიქრებს იმაზე, რომ ეს მისი ბრალია;


5. თავმოყვარე ქალი პირველრიგში შინაგან განწყობასა და ხასიათზე იზრუნებს. საკუთარ თავზე ზრუნვით, ის ახლობლებს უფრთხილდება;

6. თავმოყვარე ქალი დაუკითხავად არასდროს ჩაერევა სხვების ცხოვრებაში. მისთვის საინტერესო პირადი ცხოვრებაა, თუმცა ყოველთვის მზად არის დაეხმაროს და უთანაგრძნოს;

7. საკუთარ თავში დარწმუნებულმა ქალმა კარგად იცის მისი ადგილი და საზღვარი. არავის მისცემს უფლებას, მისი სურვილის გარეშე დაარღვიოს წესები;

8. თუ აფასებთ საკუთარ თავს, კარგად იცნობთ თქვენს ხასიათს და ადამიანური ნაკლოვანებების მიღებაც შეგიძლიათ;

9. გიყვარდეს საკუთარი თავი - ნიშნავს, მიჰყვე გულისთქმას, იცნობდე შენს შინაგან სამყაროს, საკუთარ თავთან და გარშემომყოფებთან ჰარმონიული დამოკიდებულება გქონდეს;

10. ღირსეული ქალი მამაკაცთან ურთიერთობისას თავს არ დაკარგავს, ის გახსნილია სიყვარულისთვის. თავს ყოველთვის მოუვლის, მაშინაც კი, როცა ვერ ხედავენ;

11. საკუთარი თავის სიყვარული დაგეხმარებათ გადალახოთ ტკივილი და პრობლემები, ასეთ ქალს ლოდინი შეუძლია, ის მამაკაცებში კარგად ერკვევა, მიტევების უნარი აქვს და წყენას გულში არ ინახავს;

12. ქალი, რომელიც პატივს სცემს საკუთარ თავს, ბედნიერებას მამაკაცის გარეშეც იპოვის. მისი განწყობა მამაკაცის არსებობაზე არ არის დამოკიდებული.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS