25 სექტემბერი, 2015
ოთახის 10 მცენარე, რომლებიც სასიკვდილოდ საშიშია ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვის
1. ნარგიზი

ყვავილი საკმაოდ ტოქსიკურია, რაც გამოიწვევს კუჭის პრობლემებს, გულის რევის შეგრძნებასა და დიარეას. თუ სამზარეულოში გიდგათ, მდგომარეობა უარესია, რადგნა ნარგიზი კუნთების ატროფიას იწვევს, ზრდის სისხლის წნევას, ახშირებს პულსს. თუ მის ბოლქვს გადაყლაპავთ, სიკვდილამდე მიგიყვანთ.

2. სუმბული

Rating

ნარგიზის მსგავსად, სუმბულიც გულის რევის შეგრძნებას იწვევს. შესაძლოა შინაური ცხოველის სიკვდილის მიზეზიც გახდეს.

3. დიფენბახია
Rating

ამ მცენარეს ბინდი უყვარს და ყელის დაავადებებს იწვევს. დიფენბახიას მიზეზით ხშირად ენაც გისივდებათ. თუ ამ მცენარის წვენი ბავშვის ან შინაური ცხოველის პირში მოხვდება, მოკლავს.

4. ოლეანდრე
Rating

მცენარე
ტოქსიკურია. თუ თქვენი შინაური ცხოველი ოლეანდრეს ერთ ფოთოლს შეჭამს დაიღუპება. საშიშია ბავშვებისთვისაც.
ზრდასრულ ადამაინებში იწვევს: სისუსტეს, თავბრუსხვევას, არითმიას.

5. სპატიფილუმი

Rating

ეს მცენარე სინამდვილეში ნამდვილი ლილიაა და ოთახის მცენარეებს შორის საკმაოდ პოპულარულია. ფიქრობენ, რომ ჰაერს წმენდს, მაგრამ ალერგიულია. შესაძლოა ზრდასრული ადამიანის სიკვდილის მიზეზიც გახდეს. იწვევს ტუჩების, პირისა და ენის შეშუპებას.

6. სიდედრის ენა (სანსევიერია)

Rating

ბავშვებში იწვევს ყელის ტკივილს, ზედმეტი ნერწყვის დაგროვებასა და გულისრევას. იშვიათშემთხვევაში კანის სიწითლეს. არ მიუშვათ ბავშვები ახლოს.

7. ალოე ვერა

Rating

ამ მცენარეს ბევრი სამკურნალო თვისება აქვს. არჩენს დამწვრობას, ჭრილობებს და კანის სხვა დაზიანებებს. მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ აზიანებს ნაწლავურ სისტემას, ცხოველებისთვის კი ყოვლად მიუღებელია.

8. ინგლისური სურო

Rating

ძირითადად დეკორაციისთვის გამოიყენება. მცენარე საზიანოა ნებისმიერი ცხოველისა თუ ადამიანისთვის. იწვევს სუნთქვის პრობლემებს, კრუნჩხვებს, ღებინებას. უკიდურეს შემთხვევაში პარალიჩსა და კომას.

9. ჰორტენზია

Rating

ჰორტენზიას მუცლის ღრუში მოხვედრისას იწვევს მუცლის ტკივილს, დიარეას, შეფერხებულ სუნთქვას. ხანდახან კომის მიზეზიც ხდება.

10. ზამბახი

Rating
ეს მცენარე მომწამვლელია როგორც ცხოველებისთვის, ისე ადამიანებისთვის. იწვევს გულისრევას, ღებინებასა და ტემპერატურის სწრაფ მატებას.
შესაძლოა შინაური ცხოველის სიკვდილის მიზეზი არ გახდეს, მაგრამ უმჯობესია სიფრთხილე გამოიჩინოთ.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
მარი
დაუსჰვად მოხდა ისე შემთხვევითმოხვდა პირში და გასივდა ენა როგორ უშველოთ ამ დროს ტავს
22:54 / 17-08-2018
გამოხმაურება / 0 /
ნანა
რამ აცოცხლა საწყალი ბებიაჩემი 97 წელი!ეს ყვავილები ყველა ჰქონდა ლამის მთელი ცხოვრება.
13:43 / 19-05-2016
გამოხმაურება / 0 /
ნნნნნნნნნნნნ
ნუ იგონებთ რაღაცეებს
21:46 / 26-09-2015
გამოხმაურება / 0 /
მარიანა
მთელი ცხოვრება გვქონდა ეგრეთწოდებული სიდედრის ენა და ალოეც, და ბავშობაში დორბლი ნამდვილად არ ჩამომდიოდა,
21:36 / 25-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ვიკა
რომელი ვიქონიოთ, ჯობია ის დაწეროთ!
14:44 / 25-09-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS