24 სექტემბერი, 2015
როგორ ქალებზე ქორწინდებიან მამაკაცები
1. ბედნიერია

უფრო სწორად, შეუძლია ბედნიერი იყოს, მაშინაც კი, როცა მარტოა ან ცხოვრებაში ბევრი უსიამოვნება ხვდება, დეპრესიაში არ ვარდება, ბედს არ უჩივის და რაღაც მაგიური ძალით, ყოველთვის ინარჩუნებს ჰარმონიასა და სიმშვიდეს. დარწმუნებულია, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

შეგეძლოს ბედნიერი იყო, ეს დიდი უნარია და ეს უნარი მამაკაცებს მაგნიტივით იზიდავს. მას უფრო მეტად უჩნდება სურვილი ეს სტაბიულობა შეინარჩუნოს, ქალი კიდევ უფრო ბედნიერად აქციოს.

2. აფასებს საკუთარ თავს

ქორწინების შემდეგ, ძველ გართობებზე, მეგობრებთან ურთიერთობასა და ჰობზე უარის თქმას ჩიხში შეჰყავხართ.
საწყის ეტაპზე ეს თავგანწირვა მამაკებს სიამოვნებთ, მაგრამ დროთა განმავლობაში სიხარული დაღლილობასა და გაღიზიანებაში გადაიზრდება. ამიტომ მამაკაცი ცოლს მზარეულობის არ ცოდნას აპატიებს, მაგრამ არა საკუთარი ინტერესების, გართობასა და მიზნებზე უარის თქმას.

3. ის მას აფასებს

მამაკაცს არ სიამოვნებს, როცა ცოლი გამუდმებით აკრიტიკებს, დედასთან და მეგობრებთან ქმრის დაბალ ხელფასზე წუწუნებს ან ყველას უყვება როგორ ყრის წინდებს ძირს. თუ თქვენი პარტნიორი მსგავსი ურთიერთობის მსხვერპლია, ნამდვილად გსურთ მისი ცოლობა?

4. შთაგონების წყაროა

ამერიკაში ჩატარებული გამოკითხვისას, მამაკაცებმა დაასახელეს იდეალური ცოლი - "ეს არის ქალი, რომელიც მამაკაცის შთაგონების წყაროა და აიძულებს მას უკეთესი გახდეს".

5. ბრძენი ქალი

მამაკაცთან კამათისას ჭკვიანი ქალი უამრავ მტკიცებულებას მოიშველიებს და მისი ინტელექტუალური შესაძლებლობების დემონსტრირებას მოახდენს. ბრძენი ქალი კამათს მშვიდად აარიდებს თავს, ამასთან მამაკაცს აფიქრებინებს, რომ შეთავაზებული იდეა სწორედ მას ეკუთვნოდა.

პირველ შემთხვევაში მამაკაცი თავს სულელად და სუსტად მიიჩნევს. მეორე შემთხვევაში კი საკუთარ თავში დარწმუნებული, მთებსაც კი შეძრავს.

6. ერთგული

ოჯახში ერთგულება და მეგობრობის უნარი, მოდელის პარამეტრებზე მნიშვნელოვანია. ქორწინება ყოველდღიური და რთული სამსახურია, რაც რომანტიკის გარდა მოითხოვს იყო მომთმენი, დარწმუნებული და შეგეძლოს პატიება.

შეგეძლოს მამაკაცისთვის არა მარტო შეყვარებული, არამედ მეგობარიც იყო, დარწმუნებული იყავით, რომ თქვენი ქორწინება კიდევ ბევრ წელს გაუძლებს.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS