24 სექტემბერი, 2015
აი, რა მოხდება თქვენს ცხოვრებაში თუ ალკოჰოლზე უარს იტყვით
შეიძლება თქვენი საღამოსთვის განკუთვნილი ერთი ჭიქა ღვინო გაორმაგდა ან გასამმაგდა კიდეც... ალკოჰოლისგან სხეულის დასვენება ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რაც კი შეიძლება მიიღოთ. რატომ?

1. გემრიელად გამოიძინებთ

მართალია ალკოჰოლი სწრაფად დაძინებაში გეხმარებათ, მაგრამ ის გამოძინების ხარისხს საგრძნობლად აუარესებს. ადამიანი, რომელმაც წინა ღამით დალია, დილას დაღლილი იღვიძებს.

2. დაიკლებთ წონაში

ალკოჰოლი აცხოველებს მადას, ამიტომ სადილად იმაზე მეტ კალორიას იღებთ ვიდრე გჭირდებათ. ალკოჰოლზე უარის თქმის შემთხვევაში დაგირეგულირდებათ მადა და შესაბამისად წონასაც გააკონტროლებთ.

3. თქვენი ჯიბე სავსე იქნება

ალკოჰოლის შეძენა ძვირი სიამოვნებაა, განსაკუთრებით
მაშინ თუ კარგი გემოვნება გაქვთ. დაიანგარიშეთ რამდენს ხარჯავთ სასმელში და გაოცებული დარჩებით! თუ არ შეიძენთ ბოთლ ღინოს, ფული დაგეზოგებათ, შეძლებთ თანხის დაგროვებას და ოცნებს მობილურის, მანქანის ან რაიმე სხვა ნივთის შეძენას.

4. შემცირდება კიბოსა და გულის დაავადებების წარმოშობის რისკი

ალკოჰოლი იწვევს კიბოს პირის ღრუში, კუჭში, ღვიძლსა და მსხვილ ნაწლავში. კვლევებმა აჩვენა, რომ მსმელების უმეტესობას გული აწუხებს ან გულის შეტევით იღუპება.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS