23 სექტემბერი, 2015
5 გზა ახალი ნაცნობების სახელების დასამახსოვრებლად
ყოველდღიურად ჩვენი ტვინი ზღვა ინფორმაციას იღებს, ამუშავებს, დასკვნებს აკეთებს, იხსენებს მოგონებებს. ამასთან ერთად ჩვენ ვიცნობთ ახალ ადამიანებს სამსახურში, სამეგობრო წრეში, შემთხვევითობის დამსახურებით და ა.შ. გულწრფელად თქვით რამდენი ახალი ნაცნობის სახელი გახსოვთ? თუ სახელების დამახსოვრებასთან პრობლემები გაქვთ, ეს სტატია თქვენთვის არის დაწერილი:

1. დაიწყეთ პოზიტივით...

როდესაც ვინმეს იცნობთ ნუ შეგეშინდებათ რომ სახელს ვერ დაიმახსოვრებთ. სტრესი და შფოთვა გონებას თიშავს. განეწყვეთ პოზიტიურად და ყურადღებით მოუსმინეთ მოსაუბრეს.

2. გულისყურით დაათვალიერეთ

დააკვირდით რა აცვია მას, რომელ ფერებზე აკეთებს აქცენტს, რა სახის
აქსესუარებს ატარებს, როგორი ჟესტიკულაციით საუბრობს, მისი ვიზუალი სახელის დამახსოვრებაში დაგეხმარებათ.

3. დარწმუნდით რომ სახელი კარგად გაიგონეთ

შეიძლება მისი წარმოთქმული მარცვლები რომელიმე თქვენთვის კარგად ნაცნობ სახელს მიამსგავსოთ. გაამეორებინეთ რა ჰქვია. არ მოგერიდოთ.

4. გონებაში სახელი დამარაცვლეთ

დამარცვლა გეხმარებათ კარგად გაიაზროთ ზოგადად სიტყვის მნიშვნელობა, სახელის შემთხვევაში ის დაგამახსოვრებინებთ ადამიანს.

5. საუბრისას ყოველ ჯერზე მიმართეთ სახელით

როდესაც ერთსა და იმავე სიტყვას რამდენჯერმე იმეორებთ თქვენდაუნებურად გამახსოვრდებათ. ყოველი წინადადება დაიწყეთ ან დაამთავრეთ მისი სახელით.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS