ესპანეთი - ერთ-ერთი ყველაზე ტემპერამენტიანი, სიცოცხლისმოყვარული და მხიარული ერია. ღირს მათგან ისწავლოთ როგორ აღმოაჩინოთ და შეიყვაროთ სიცოცხლე ყოველ წუთს და სიამოვნება მიიღოთ მისი ნებისმიერი გამოწვევით.
1. სამი "ბევრი" და სამი "ნაკლები" ადამიანს ღუპავს: ბევრი საუბარი და ნაკლები ცოდნა; ბევრი წარმოდგენა და ნაკლები ღირებულება; ბევრი დახარჯვა, როცა ნაკლები გაქვს;
2. ვინც თქვენთან ჭორაობს, ის თქვენზეც ჭორაობს;
3. ღმერთს სთხოვე, მაგრამ თვითონაც იმოქმედე;
4. ჩვევები - თავდაპირველად პატარა ობობას ქსელია, შემდეგ კი ძლიერ ქსელად გადაიქცევა;
5. ყველაზე
6. უმადურ ძროხას ღმერთი რქებს არ აძლევს;
7. გაასესხე - მეგობარი დაკარგე;
8. გარეგნობა მაცდურია, ახალ მეგობარს ვერ ენდობი;
9. შურს რომ ფერი გააჩნდეს, ყველა ნათელი გაშავდებოდა;
10. ზღარბს მკაცრად ნუ განსჯი, ისიც ღვთის შექმნილია;
11. ოქრო ტალახშიც ბრწყინავს;
12. სხვის ხელში ყოველთვის ფართოდ ტყდება;
13. არავის გაახსენდება წმინდა ბარბარე, ვიდრე მეხი არ ჩამოვარდება;
14. კარგი მოსასხამის ქვეშ ნებისმიერი ცოდვა მიტევებულია;
15. ვიდრე მორიდებული ნერვიულობს, სულელი ყველაფერს მიაღწევს;
16. რაც მეტია შემოსავალი, მეტია უსიამოვნებებიც;
17. დიასახლის დედას ზარმაცი ქალიშვილები ჰყავს;
18. რაც სამმა იცის, იცის ყველა დანარჩენმაც;
19. თუ შეცდომას არასდროს დაუშვებ, ვერაფერს მიაღწევ;
20. ღარიბი თუ კარდინალი - დასასრული ერთია.
ანა ვერძაძე