ღამის ჩვეული ძილი რამდენიმე ნაწილად დაჰყო. ყოველ 4 საათში ერთხელ 15 წუთს ეძინა. შედეგად დღისგანმავლობაში ძილის ხანგრძლივობის საერთო მაჩვენებელი მხოლოდ ნახევარი საათით შემცირდა. განთავისუფლებულ დროს შემოქმედებას უთმობდა. ძილის ამგვარ ხერხს ლეონარდო მრავალი წლის განმავლობაში მიმართავდა და არც დაღლილობას განიცდიდა.
როგორც ცნობილია ფიზიოლოგიურად სამუშაოდ და შემოქმედებისთვის ყველაზე
დიდი გენიოსის დაკვირვებებისა და ცდების შედეგად გამოვლენილი - ცალფაზიანი ძილის რამდენიმე გაუმჯობესებული ტექნიკა:
- ყოველ 6 საათში, 30 წუთიანი ძილი;
- ყოველ 4 საათში, 20 წუთიანი ძილი;
- ღამით 1,5-3 საათიანი ძილი, შემდეგ დღის განმავლობაში 3 ჯერ 20 წუთიანი ძილი;
- ღამით 2 საათიანი ძილი, შუადღით 20 წუთი;
- ღამით 5 საათიანი ძილი, დღის განმავლობაში 1,5 სთ.
თუმცა გახსოვდეთ, რომ თითოეული ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურია და ცალფაზიანი ძილი ყველასთვის შესაფერისი ვერ იქნება. ვიდრე არ გაარკვევთ რამდენი საათით შეიმცირებთ ძილიანობის დროს ისე, რომ თავი კომფორტულად იგრძნოთ, ნუ დაჯდებით საჭესთან და ნუ მიიღებთ საბედისწერო გადაწყვეტილებებს.
ანა ვერძაძე