23 სექტემბერი, 2015
რა ჯობია სინამდვილეში - დედამთილ-მამამთილთან ცხოვრება თუ მათ გარეშე?
ცოტა ხნის წინ სერიოზულად დავფიქრდი იმაზე, თუ როგორ ვიცხოვრებდი ცალკე, ჩემი ქმარ-შვილით, ანუ დედამთილ-მამამთილის გარეშე. მერე გადავხედე ჩემი ნაცნობ-მეგობრების ოჯახებს, გავაანალიზე ბევრი რამ და დავრწმუნდი, რომ ბევრი პლუს-მინუსი აქვს ორივე მდგომარეობას – როცა მარტო ცხოვრობ და როცა ქმრის ოჯახთან ერთად ცხოვრობ. ამ პლუს-მინუსებს ახლა თქვენც გაგიზიარებთ და იქნებ, თქვენს ცხოვრებას ცოტა სხვა კუთხიდან შეხედოთ. იქნებ, მხოლოდ მინუსებს ხედავთ და სინამდვილეში, დადებითიც ბევრი აქვს თქვენს მდგომარეობას.

როცა დედამთილ-მამამთილთან ერთად ცხოვრობ...
პლუსები (ეს იმ შემთხვევაში, როცა ნორმალურ
ოჯახში ხვდებით. ქაჯები არ იგულისხმებიან. და როცა არც თქვენ ხართ ქაჯი:)):

არ გიწევს ბევრი ფიქრი იმაზე, თუ ვის დაუტოვო ბავშვი და თუ დედამთილი დიასახლისია, ძიძაზე და სხვა დამხმარეებზე ფიქრი, პრაქტიკულად, არ გიწევს;

ასევე არ გიწევს ბევრი ფიქრი სადილ-ვახშამზე. თუ შენ ვერ მოასწრებ, არ ინერვიულებ, რომ მთელი ოჯახი მშიერი დარჩება;

როცა არ ავად ხარ ან რაიმე სხვა მიზეზი გაქვს შეუძლოდ ყოფნის, იმედი გაქვს, რომ შენ თუ არა, ბავშვებს მაინც მიხედავს ვინმე;

როცა ქმარი სათანადოდ ვერ ასრულებს მამის მოვალეობებს ან ვერ შოულობს ფულს, არის შანსი, რომ ეს მისმა მშობლებმა შეასრულონ – მაქსიმუმ, დასაქმებული იყოს რომელიმე და გარჩენდეთ, მინიმუმ – პენსია მაინც ჰქონდეთ.

ხანდახან, როცა ძალიან გინდათ დამლაპარაკებელი, შორს წასვლა არ მოგიწევთ;

ბავშვები დიდი ოჯახის გარემოცვაში იზრდებიან, სწავლობენ უფროსების პატივისცემას, მეტ სითბოსა და ყურადღებას იღებენ, მათი ცხოვრებაც მეტად მრავალფეროვანია.

თავისუფალი ხართ ისეთი გლობალური ოჯახური ჯესტ-მოვალეობებისგან, როგორიცაა პანაშვიდებზე სიარული, ავადმყოფებისა და ახალშობილების მონახულება-დასაჩუქრება. რა თქმა უნდა, როცა საქმე შორეულ ნათესავებს ეხება, ვისტანაც მხოლოდ მოვალეობა გვიხმობს ხოლმე. თქვენს მაგივრად ამ ვალდებულებებს დედამთილ-მამათილი ასრულებენ.
საკმაო სასაუბრო თემა გექნებათ, როცა დაქალებს შეხვდებით და "ენის მოფხანა" მოგინდებათ.

მინუსები: 

იხილეთ გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS