22 სექტემბერი, 2015
4 ნივთი, რომელსაც სასტუმროში ყოფნისას არ უნდა შეეხოთ
შეიძლება ყოველი თვის ბოლოს სამოგზაუროდ არ მიდიოდეთ, მაგრამ წელიწადში ერთხელ მაინც გიწევდეთ ღამის სასტუმროში გათენება. ხშირ შემთხვევაში ოთახები სუფთად გამოიყურება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჰიგიენური ნორმები ნამდვილად დაცულია. ამ სტატიაში მოგაწოდებთ ინფორმაციას 4 ნივთზე, რომელსაც სასტუმროებში თავი უნდა აარიდოთ.

1. ბალიშისპირი

მაშინაც კი თუ მომსახურე პერსონალი თავგამოდებით გიმტკიცებთ, რომ თეთრეული ახალი გამოცვლილია, შეაცვლევინეთ. თქვენ კლიენტი ხართ, კლიენტი ყოველთვის მართალია, თქვენ იხდით ფულს, რომ კომფორტულად იგრძნოთ თავი.

2. ტელევიზორის პულტი

შინ ყოფნისას ყოველდღე წმინდავთ პულტს? არა!
მაშინ რატომ ფიქრობთ, რომ იქ გაასუფთავებენ? პულტი შეიძლება შეძენის დღიდან ერთხელაც არ იყოს სათანადოდ გაწმენდილი.

3. ჭიქები და კათხები

გამოძიებამ აჩვენა, რომ ჭურჭელს ხშირ შემთხვევაში სარეცხი საშუალებების გარეშე რეცხავენ, ფულს და დროს ზოგავენ. შეიძლება, შეგეყაროთ დაავდება, რომელიც ნერწყვით გადადის.

4. ტელეფონი

როდესაც გსურთ გამოიყენოთ რუმსერვისი იღებთ ტელეფონს და რეკავთ. სწორედ ასე იქცევიან სხვა კლიენტებიც. ტელეფონის ყურმილს არავინ უტარებს დეზინფექციას. ჩადით და პირადად გაესაუბრეთ რომელიმე ოფიციანტს ან ჩანთით ატარეთ სადეზინფექციო საშუალება.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS