სიტყვებს ვერასდროს ენდობით, რადგან ისინი ხშირად არაფერს ნიშნავს. თუ ტყუილის მსხვერპლი ხართ, ეს ცხოვრებაში კარგ გამოცდილებას შეგძენთ.
სიყვარული ქმედებით მტკიცდება, მხოლოდ ამით გაიგებ სინამდვილეში რას გრძნობს შენს მიმართ. ღალატის შემდეგ ამას ნამდვილად მიხვდებით.
2. ხანდახან თვით ბედი აკეთებს თქვენთვის საუკეთესო არჩევანს
შესაძლოა გიყვარდათ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს მთელი ცხოვრება მასთან გაატაროთ. ამის თქმას კი ვერ ბედავთ და თავს ვერ ინთავისუფლებთ.
თუ გიღალატათ, მაშინ ნამდვილად გეძლევათ განთავისუფლების შანსი, ყოველგვარი
3. პირველ რიგში საკუთარი თავი შეიყვარეთ
როცა გულს გტკენენ, აანალიზებთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია გიყვარდეთ და აფასებდეთ საკუთარ თავს. რადგან ადამიანი, რომელიც გიყვართ ტკივილს გაყენებთ. ასეთ დროს ხვდებით რომ აუცილებელი საკუთარ თავთან ურთიერთობაა.
4. ახლა ყველაფრისთვის მზად ხართ და თავს კომფორტულადაც გრძნობთ
დაკარგვა და ტკივილი ცხოვრებაში ერთ ჭეშმარიტებას გაზიარებთ - რომ მარადიული არაფერია. ურთიერთობა ნებისმიერ დროს შეიძლება დასრულდეს და თქვენ მზად ხართ ამისთვის.
5. ისწავლით როგორ გაუმკლავდეთ ტკივილს
როცა პირველად გახდით ღალატის მსხვერპლი ალბათ თავის მოკვლა გინდოდათ. ახლა კი კარგი გაკვეთილი მიიღეთ და რაც არ უნდა მოხდეს, აღარ გააგრძელებთ ტირილს. ღალატის შემდეგ ცხოვრება იცვლება. ტკივილი გაივლის, გამოცდილება კი რჩება.
6. ნდობა - აუცილებელი პირობაა
დროთა განმავლობაში ცხოვრება გაჩვენებთ, რომ აუცილებელი არ არის ყველას ენდოთ. ნდობას მოპოვება და დამსახურება სჭირდება. მაგრამ ამას მხოლოდ ის გაიგებს ვისაც, ერთხელ მაინც უღალატეს.
ანა ვერძაძე