21 სექტემბერი, 2015
რა დონის ტკივილს შეგიძლიათ გაუძლოთ –ტესტი, რომელიც სწორად ცხოვრებაში დაგეხმარებათ
დღეს უამრავი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება არსებობს, თუმცა ბუნებამ ადამიანში განსაზღვრული მოთმინების ზღვარი ჩადო. ზოგიერთი ადამიანი ტკივილს ადვილად იტანს, ზოგს კი ნემსის ჩხვლეტისაც კი პანიკურად ეშინია. ტკივილის ინდივიდუალური აღქმის მიხედვით ადამიანები პირობითად ოთხ ტიპად იყოფიან. დაადგინეთ, რომელ ტიპს მიეკუთვნებით, ეს ტკივილზე სწორ და დროულ რეაგირებაში დაგეხმარებათ.

„აზიზები“
- ასეთ ადამიანებს პანიკურად ეშინიათ ტკივილის. მათთვის კბილის ამოღება ან ნემსის გაკეთება წამების ტოლფასია. თუ ამ ტიპს ეკუთვნით, თავს გაუფრთხილდით, მოერიდეთ ტრავმულ სიტუაციებს. გააფრთხილეთ ექიმი ტკივილისადმი თქვენი მაღალი მგრძნობელობის შესახებ.
მოითხოვეთ ანესთეზია სტომატოლოგთან სტუმრობის და სხვა მტკივნეული სამედიცინო ჩარევის შემთხვევაში.

„მომთმენები“ - ისინი გმირულად ითმენენ ტკივილს. ასეთი ადამიანები ტკივილს სწრაფად გრძნობენ, მაგრამ დიდი მოთმინების უნარი აქვთ. მეტისმეტადაც ნუ გამოცდით საკუთარ გამძლეობას, ამან შეიძლება თქვენს ნერვებზე იმოქმედოს.

„მოუთმენლები“ - ასეთი ადამიანები სუსტ ტკივილს საერთოდ ვერ გრძნობენ, სამაგიეროდ ძლიერ ტკივილს მათი მხრიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვება. ამ ტიპის წარმომადგენლებს მოთმენა არ შეუძლიათ, მაშინაც კი, თუ გარეგნულად მშვიდად გამოიყურებიან, შინაგანად ემოციები ბობოქრობს. თუ ამ ტიპს ეკუთვნით, თავს მოუსმინეთ, როცა ტკივილი აუტანელი გახდება, უმჯობესია, არ მოითმინოთ, ექიმს სთხოვეთ ადგილობრივი ანესთეზია გაგიკეთოს, რომ ტკივილისგან შოკში არ ჩავარდეთ.

„სქელკანიანები“ - ასეთები ტკივილსაც ადვილად იტანენ და მოთმინების კარგი უნარიც აქვთ. ამ ტიპის წარმომადგენლებს ტკივილის შიში არ აქვთ. ტკივილის მიმართ თითქოს გულგრილები არიან და ამით ხშირად ამაყობენ კიდეც.

აქვე ერთ საინტერესო ინფორმაციასაც მოგაწვდით. სპეციალისტებმა მამაკაცებისა და ქალბატონთა გამოკვლევების შედეგად დაადგინეს, რომ ყველაზე ხშირად განიცდიან: თავის ტკივილს - 41%, კბილის ტკივილს - 31%, ყელის ტკივილს - 11%, ზურგის ტკივილს - 9%, კუნთების ტკივილს - 8%.

ამასთანავე გაირკვა ისიც, რომ ქალები საშუალოდ 1,5-2-ჯერ უფრო ხშირად გრძნობენ ტკივილებს, ვიდრე მამაკაცები.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS