იმისთვის, რომ კარიესმა არ შეგვაწუხოს, საჭიროა კბილების ხშირი გახეხვა.
სინამდვილეში: სტომატოლოგები დღეში ორჯერ კბილების გახეხვას გვირჩევენ. ეს განსაკუთრებით ეხება მათ, ვისაც თხელი, მონაცრისფრო მინანქარი და ბევრი დაბჟენილი კბილი აქვს. თუ თქვენი კბილის ბუნებრივი ფერი სპილოსძვლის ფერთან არის მოახლოებული ან უკვე სტაჟიანი მწეველი ხართ, მაშინ შეგიძლიათ კბილები დღეში სამჯერ
ხელის თითებზე ფრჩხილები მრგვალად უნდა მოიჭრათ, ფეხზე კი _ პირდაპირ.
სინამდვილეში: ფრჩხილების მოჭრა ხელზეც და ფეხზეც ოვალურად არის საჭირო. ამიტომ ყოველთვის მოარიდეთ თავი ფრჩხილების კუთხეებიდან ღრმად ამოჭრას, რადგან ეს, ჯერ ერთი, აზიანებს კანს და რაც მთავარია, ასეთი მოჭრილი ფრჩხილი ყოველთვის ქმნის დისკომფორტს სიარულის დროს.
საუკეთესო ხარისხის წინდა ნატურალური ძაფის უნდა იყოს
სინამდვილეში: ნატურალური მასალის წინდა კარგად იწოვს ფეხიდან გამოყოფილ ოფლს, იოლად ირეცხება, თუმცა აქვს ერთი უარყოფითი მხარეც _ ქსოვილი, რომელიც ოფლით არის გამოკვებილი, მალე უხეშდება, ფორმას კარგავს და კანს აღიზიანებს. რაც უფრო მეტ ხანს ინარჩუნებს ფორმას წინდა, მით უფრო მეტად ხართ დაცული წყლულის გაჩენისა და სოკოვანი ინფექციისაგან.
ორსული ქალი კომპიუტერთან არ უნდა იჯდეს
სინამდვილეში: კომპიუტერი ბევრად უფრო სახიფათოა იმ მამაკაცებისათვის, რომლებიც მომავალი მამები უნდა გახდნენ. ამერიკელმა და რუსმა მეცნიერებმა ერთობლივი დაკვირვებების საფუძველზე აღმოაჩინეს, რომ კომპიუტერის აქტიური მომხმარებელი მამაკაცების სპერმატოზოიდებში ხდება ერთი და იგივე მუტაცია _ ამინომჟავა ციტოზინი გარდაიქმნება ქიმიური შემადგენლობით მსგავს ნივთიერება თიმონად, რომელიც გენეტიკური კოდის შეცვლას იწვევს. ამიტომ ძლიერი სქესის წარმომადგენლებს სპეციალისტები ურჩევენ, რომ მანამ ბავშვის ჩასახვას დაგეგმავენ, შეეცადონ, მინიმალური დრო გაატარონ კომპიუტერთან. გარდა ამისა, ყოველდღე მიიღონ 400 გრ ფოლიუმის მჟავა. იგივე რეკომენდაციები შეუძლიათ გაითვალისწინონ მანდილოსნებმაც.