21 სექტემბერი, 2015
ქვების ჯადოსნური თვისებები – რომელი დაავადების დროს რის ტარებას გირჩევთ ხალხური მედიცინა
ძვირფასი ქვების გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე უძველესი დროიდან სწავლობენ. ექიმბაშები სხვადასხვა მინერალის თვისებებს დღემდე იყენებენ ხალხურ მედიცინაში. ამჯერად რამდენიმე მათგანზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას.

ზურმუხტი - გამჭვირვალე კაშკაშა მწვანე ქვაა. ის ადამიანს სიბრძნეს, იმედს რწმენას ანიჭებს. ზურმუხტი ნეკა თითზე უნდა ატაროთ. ამ დროს გაცილებით მატულობს მისი სამკურნალო თვისებები. როცა თქვენს სხეულს დასვენება და განტვირთვა ესაჭიროება, დაიჭირეთ ზურმუხტი სინათლეზე და უყურეთ მის ციალს მანამ, სანამ ქვის მწვანე შუქით არ `აივსებით~. შემდეგ დაწექით ზურგზე და წარმოიდგინეთ, რომ ამ მწვანე
შუქმა თქვენი ორგანიზმის თითოეულ უჯრედში, კაპილარში, ქსოვილში შეაღწია. მეოთხედი საათის შემდეგ ძალების მოზღვავებას იგრძნობთ.

აქვამარინი - გამჭვირვალე ცისფერი, მუქი ლურჯი, მომწვანო-მოცისფრო და ზღვის ფერი ქვაა. იმ ადამიანებს ეხმარება, ვისაც მხედველობის პრობლემები აქვთ, ნერვული სტრესები აწუხებთ და მომატებული მგრძნობელობით გამოირჩევიან. აკვამარინი დადებითად მოქმედებს თირკმლების და ფარისებრი ჯირკვლის მუშაობაზე. მათთვის, ვინც მძიმედ იტანს წელიწადის ცხელი თვეების თაკარა დღეებს, რეკომენდებულია მუდმივად ატარონ აკვამარინის სამკაულები.

საფირონი - კეთილშობილი კორუნდის სახესხვაობაა: გამჭვირვალე ცისფერი, ლურჯი, მწვანე, იისფერი და ყვითელი ფერის. საფირონის ლურჯი ფერი და მისი ენერგეტიკული ველი ამშვიდებს, ხსნის აგზნებადობას, თრგუნავს მომატებულ ემოციურობას. ეს ცივი და სუფთა ქვა ანგელოზის ქვად ითვლება. ის კურნავს კანის დაავადებებს - ფსორიაზს, ეგზემას, კეთრს. მისი სამკურნალო ეფექტი საკმაოდ მაღალია: იყენებენ რევმატული ტკივილების, ხერხემლის დაავადებების, ნევრალგიების, ეპილეფსიის, ისტერიკის დროს. რეკომენდებულია საფირონის ყელსაბამის ტარება.

ხალხური დაკვირვების მიხედვით, წითელი ქვები - ლალი (ბადახში), ძოწი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხსნის თავის ტკივილს, კანს ჯანსაღი ფერის შენარჩუნებაში ეხმარება.

ქარვა
ორგანიზმს ტონუსს მატებს და მას ნალექებისგან ასუფთავებს.
ყველა მწვანე მინერალი, მაგალითად, ზურმუხტი, ქრიზოლითი, რომლებსაც ხშირად საყურეებში სვამენ, სასარგებლოა თვალების დაღლილობის, დაქვეითებული მხედველობის, არითმიისა და არტერიული წნევის პრობლემების დროს.

ლურჯი საფირონი, აქვამარინი კარგია ეპიზოდური ნევრალგიური ტკივილების დროს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS