21 სექტემბერი, 2015
"თუ თქვენი ქმარი ქართველია..." - უკრაინელი ჟურნალისტის საოცარი აღიარება
ახალგაზრდა უკრაინელმა ჟურნალისტმა, იულია დრინმა ცნობილ ჟურნალ თჰე Pეოპლე-ს უამბო, თუ როგორ გაჰყვა ცოლად ქართველს და რა გამოვიდა აქედან. მაშ ასე, როგორ ხედავს უცხოელი გოგონა ქართველის ცოლობას.

"ისე მოხდა, რომ ჩემი ქმარი ქართველია და ეს ჯერ არც ერთხელ არ მინანია. ყველა ქალი ეძებს შესაფერ ცხოვრების თანამგზავრს. ზოგს "ცხელი" ესპანელები მოსწონს, ზოგს - ორგანიზებული და მიზანდასახული გერმანელები, მაგრამ გულის სიღრმეში თითოეული ჩვენგანი (თავგამოდებული ფემინისტიც კი) ოცნებობს ძლიერი და ტემპერამენტიანი მამაკაცის გვერდით ყოფნას. და თუ მისი გვარი
მთავრდება "ძე"-ზე ან "შვილ"-ზე, მშვიდად იყავი, რადგან სწორედ ის გიპოვია, ვისაც ეძებდი, სწვდი პასპორტს და გაიქეცი ხელის მოსაწერად.

თუ შენი ქმარი ქართველია, მზად იყავით, რომ მეგობრების კომპანიაში, მაღაზიაში, ტუალეტის რიგში - ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ ერთად, ყველა ქალის მზერა თქვენკენ იქნება მომართული. ყოველ შემთხვევაში, როგორც კი ის პირველ წინადადებას წარმოთქვამს ქართული აქცენტით, ასეთი ყურადღება გარანტირებული გაქვთ.

თავიდან ამას დიდხანს ვეჩვეოდი, რამდენიმე ასეთი "რიგის" მერე კი უბრალოდ აღარ ვაქცევდი ყურადღებას.

თუ თქვენი ქმარი ქართველია, მაშინ კანფეტურ-ყვავილოვანი პერიოდი თქვენს ქორწინებაში არასდროს დამთავრდება, ისინი ხომ დაბადებიდან რომანტიკოსები არიან და თავიანთი ქალების გაოცება მათი ჰობია.

"მილიონ, მილიონ ალისფერ ვარდს ხედავ ფანჯრებიდან". ყველამ იცის პუგაჩოვას ეს ცნობილი სიმღერა, მაგრამ ცოტამ თუ იცის რეალური ამბავი, რომელზეც დაიწერა ეს სიმღერა. აქაც ხომ შეყვარებული ქართველი მხატვრის ამბავი იყო, რომელმაც სახლი გაყიდა და მთელი ფულით მილიონი ალისფერი ვარდი იყიდა მიჯნურის გასაოცებლად... ის ამბავი მაშინ მაინც უპასუხო სიყვარულით დასრულდა, მაგრამ ძვირფასო გოგონებო, თუ ერთხელ ფანჯრიდან დაინახავთ მილიონ ალისფერ ვარდს (ან თუნდაც თვეში ერთხელ გაგეღვიძებათ ვარდების თაიგულთან), შეუშვით თქვენს გულში ქართველი ამურის ისრები.

თუ თქვენი ქმარი ქართველია, არ გაოცდეთ, თუ ის სწრაფად და დამაჯერებლად მიიღებს გადაწყვეტილებებს. ისეთ გადაწყვეტილებებსაც კი, რომლებსაც ბევრი მამაკაცი მთელი ცხოვრება ვერ ბედავს.

იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ემიგრანტი....
ეტყობა ჯერ არ გაუძუყნია ქართველ ქმარს,რო ივლის თვალამოლურჯებული,მერე ნახავს.... მთელ ევროპაში ქართველ კაცზე უარესი ქმარი და საყვარელი არ არსებობს....უმუშევრები,ქურდობითა და ყაჩაღობებით ირჩენენ თავს,მათ ქმრობაზე და საყვარლობაზე არც ერთი ევროპელი ქალი არ იოცნებებს....
11:32 / 24-09-2015
გამოხმაურება / 0 /
სალი
სასაცილოა უცხოელებთან კარგები ხართ? იმათ არ თხოვთ ქალიშვილობას? და არ ყავთ მონებად?
14:30 / 22-09-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS