21 სექტემბერი, 2015
6 დამამტკიცებელი საბუთი, რომ სკოლის პერიოდის შეყვარებულის ცოლად მოყვანა საუკეთესო არჩევანია!
ის 14 წლის იყო, მე 16-ის... ამ დროს არც მეგობრობაა მყარი, არც - სასიყვარულო ურთიერთობები. ადამიანები ეძებენ და იცნობენ საკუთარ თავს, არკვევენ რა უნდათ ცხოვრებისგან, ელვისებური სისწრაფით ეცვლებათ ინტერესები და გემოვნება, სურთ ახალ-ახალი და მძაფრი შეგრძნებების გამოცდა, არ შეუძლიათ დათმობა, მხვერპლშეწირვა. მიუხედავად ამისა, დღეს 33 წლის ასაკში დაქორწინებული ვარ ჩემს სკოლისდროინდელ შეყვარებულზე. გაგიზიარებთ გამოცდილებას და დაგანახვებთ, რომ ეს ნებისმიერი მამაკაცისთვის საუკეთესო არჩევანია:

1. არანაირი ბრმა პაემნები

ჩემი ბევრი მეგობარი მიდიოდა ბრმა პაემნებზე... მათ არ იცოდნენ როგორი
გოგონა დახვდებოდათ, უაზროდ ხარჯავდნენ დროსა და ფულს. ხშირ შემთხვევაში ბიჭები იმედგაცრუებულები რჩებოდნენ.

2. ყველაფერი გარკვეულია

ყოველ ახალ შეყვარებულს უნდა შეეწყოთ, აუხსნათ თქვენი პრიორიტეები, სურვილები, მიზნები, გააცნოთ პრინციპები, რომელსაც არასდროს გადააბიჯებთ და მიიღოთ მისგან იგივე სახის ინფორმაცია. ქალმა, რომელიც წლებია თქვენთან ერთად არის, ყველაფერი გადასარევად იცის. ურთიერთობას არ ამძიმებს სკანდალები. ამ დროს მომავალ ცოლს უსიტყვოდ ესმის თქვენი და ხანდახან მზერითაც კი გესაუბრებათ.

3. სირთულეები ერთად გადალახეთ

თინეიჯერობაში ყველანი ვუშვებთ შეცდომებს, რომლის გახსენებაც გვრცხვენია, მან ეს შეცდომები თქვენთან ერთად დაუშვა ან წლების წინ გაიგო და მაინც თქვენთან ერთად არის. ცხოვრება სირთულეებს ყოველ ნაბიჯზე გვიმზადებს, სკოლის პერიოდის შეყვარებული თქვეთან ერთად ლახავს ყველა ბარიკადს. მან იცის როგორ უნდა განუგეშოთ და გაგაძლიეროთ.

4. საერთო სამეგორბო წრე

როდესაც ცოლად ირჩევთ კოლეგას, დასასვენებლად ყოფნისას ან ხვა საინტერესო სიტუაიცაში გაცნობილ ქალს, ის თქვენს სამეგობრო წრეში უნდა შეიყვანოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახის შექმნის შემდეგ მეგობრებს დაკარგავთ. სკოლის პერიოდში გაჩენილი შეყვარებულისთვის კი თქვენი მეგობრები უკვე ახლობლები არიან.

5. ბავშვობის ოცნებები ხდება!

მან იცის რომ თქვენ ბავშობიდან ოცნებობდით ლას-ვეგასში წასვლაზე. ამიტომ ფულს აგროვებდა და ეს ოცნება აგიხდინათ. წლების განმავლობაში ქალს თქვენი ოცნებები უყვარდება და ეს სურვილები მისისც ხდება. ახლადგაცნობილ ადამიანს კი თავისი (თქვენგან დამოუკიდებელი) მისწრაფებები აქვს.

6. მოგონებების პალიტრა
ყველაფერი ერთმანეთის თავს გახსნებთ, რადგან ბევრი მოგონება გაკავშრებთ. თქვენი წარსული მჭიდროდ არის გადაკვანძული. ასეთი ურთიერთობები უფრო მყარია, ვიდრე სხვა რომანები.

ბენჟამენ ღლონტი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS