21 სექტემბერი, 2015
5 ფაქტი, რომელსაც შეიძლება თქვენი ცოლი გიმალავდეთ
ადამიანები ერთმანეთთან ბოლომდე გახსნილები არ არიან, გულწრფელობის კოეფიციენტიც ფარდობითია. მამაკაცებს ჰგონიათ, რომ მხოლოდ მათ აქვთ საიდუმლოებები, ქალები კი გახსნილი წიგნივით არიან, რომელიც ათასჯერ აქვთ წაკითხული. იცით, რომ არსებობს მინიმუმ 5 ფაქტი, რომელსაც შეიძლება თქვენი ცოლი გიმალავდეთ?

1. მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს

ქალების უმეტესობას სურს, რომ საყვარელმა მამაკაცმა მის ჯანმრთელობაზე არ ინერვიულოს. შეიძლება, თქვენი ცოლი ექიმს ისე ეწვიოს და მკურნალობაც ისე ჩაიტაროს, რომ არაფერი გაგაგებინოთ. თუ შემთხვევით სახლში დამალულ წამალს წააწყდებით და იკითხავთ ვისია, მოგატყუებთ, რომ დედამისს
ან მეზობლის ქალს დარჩა.

2. იმედგაცრუებულია

თუ ხშირად ჩხუბობთ, ერთმანეთის არ გესმით, ცოლის აზრს ხშირად არ ითვალისწინებთ, თქვენი შეხედულებების მიხედვით აიძულებთ ცხოვრებას, დიდ დროს უთმობთ მეგობრებს, სამსახურს, ჰობს და ყურადღებას არ აქცევთ მეუღლეს, ქალი მარტოსულად იგრძნობს თავს. შეიძლება, თავიდან რამდენჯერმე თქვენთან ლაპარაკი და პრობლემის მოგვარება სცადოს, მაგრამ მერე დანებდება, თავს ისე დაიჭერს თითქოს ყველაფერი კარგად არის. სინამდვილეში კი თქვენი ურთიერთობა მისთის ყველაზე დიდი იმედგაცრუება იქნება.

3. სექსი აკლია

ქალების უმეტესობა სექსუალურად დაუკმაყოფილებელია, მაგრამ ცოლები ძალიან იშვიათად ესაუბრებიან ამაზე ქმრებს. ისინი ფიქრობენ: ,,შეიძლება ვაწყენინო," ,,შეიძლება მისი ღირსება უნებურად შევლახო..." ამიტომ დუმილს ამჯობინებენ. შესაძლოა, თქვენი ცოლი ვერ აღწევს ორგაზმს, მაგრამ მის იმიტაციას ახდენს, რომ გული არ დაგწყვიტოთ.

4. წარმატებულია

ქალს გული ეთანაღრება როცა აწინაურებენ... შეიძლება რთული დასაჯერებელია, მაგრამ სახლში ფრენა ფრენით არ მოდის და ერთი სული არ აქვს ქმარს სიახლე ახაროს. ცოლები საკუთარ თავში ჩაკეტილები არიან და ეშინიათ, რომ თავისი წარმატებით დათრგუნავენ მეუღლეს, განსაკუთრებით მაშინ თუ ის უმუშევარია.

5. მას ფარული საბანკო ანგარიში აქვს

ამის წაკითხვამ ღიმილი მოგგვარათ? გგონიათ თქვენს ცოლს არ შეულძლია თქვენგან ფარულად საბანკო ანგარიში გახსნას და ყოველთვიურად თანხა შეიტანოს მასზე? ცდებით. ქალების დიდი ნაწილი სწორედ ასე იქცევა. რაში სჭირდებათ მათ ფული? შავი დღისთვის, სიბერისთვის, მშობლებისთვის, შვილების მომავლისთვის, თქვენგან წასვლისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ოცნებების ასრულებისთვის...

რადა მახარაძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS