
რა თქმა უნდა, სოფი ლორენის სამსახიობო უნარებში ეჭვი არავის ეპარება, თუმცა უპირველესად, მისი სახელი ისტორიაში შევიდა, როგორც სილამაზის სიმბოლო. მსახიობის გარეგნობამ საყოველთაო ყურადღება მიიპყრო - მამაკაცები ეთაყვანებოდნენ, ქალები კი ცდილობდნენ დამსგვასებოდნენ. მიმზიდველი ფორმები, საოცარი თვალები და სავსე ტუჩები - მილიონობით მაყურებელი ლორენის სილამაზის მსხვერპლად იქცა. თუმცა სოფის გული მის ერთადერთ მეუღლეს , კინოპროდიუსერ - კარლო პონტის ეკუთვნოდა.
ორნელა მუტი

იტალიელი, ესტონური ფესვებით - ორნელა მუტის უჩვეულო, იტალიური სილამაზისთვის არადამახასიათებელი გარეგნობა - მყიფე სხეული,
ჯინა ლოლობრიჯიტა

თხელი წელი, გრაფიკული წარბები, დახრილი თვალები, სხეულის ფორმის სრულყოფილი სიმეტრია - მსახიობი მისი დროის სილამაზის ეტალონად აღიარეს. შესანიშნავ მსახიობს სექს-სიმბოლოს ტიტულისთვის მხოლოდ სოფი ლორენი უწევდა კონკურენციას.
კლაუდია კარდინალე

ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ქალი - კლაუდია კარდინალე, ტუნისში დაიბადა. მშობლიური ენის არ ცოდნამ (საუბრობდა ფრანგულად) ხელი ვერ შეუშალა იტალიელი კინოვარსკვლავი და მაესტრო ფელინის მუზა გამხდარიყო. აღსანიშნავია, რომ ამ საოცარ ქალს თავის პარტნიორთან რომანი არასდროს ჰქონია - მან ალენ დელონსაც კი უარი განუცხადა.
მონიკა ბელუჩი

ჩვენი დროის მთავარი სექს-სიმბოლოს ტიტული სწორედ იტალიელ მონიკა ბელუჩის ერგო. თვალისმომჭრელი გარეგნობა, ანგელოზის სახე და ცოდვილი სხეული - რეჟისორების ინსპირაციის წყაროა. ბელუჩიმ არაერთხელ შექმნა ცოდვილი თუ უცოდველი საახები - მარია მაგდალინელიდან ქუჩის ქალით დამთავრებული. მისი კლასიკური და უნივერსალური სილამაზე უკვდავია.
ბიანკა ბალტი

იტალიური და აზერბაიჯანული სიყვარულის ნაყოფი - ყველა სქესის გაოცებას იწვევს. მოდელი - ბიანკა ბალტი ერთი შეხედვით თითქოს ელექტროენერგიას აფრქვევს თავისი ულამაზესი, ზურმუხტისფერი-ცისფერი თვალებით. სულაც არ არის გასაკვირი, თუ რატომ მიიპყრო დომენიკო დოლჩესა და სტეფანო გაბანას დიდი ყურადღება, ბიანკას სამოდელო ბიზნესში გამოჩენისთანავე.
ოლივია კალო

"მის სამყაროზე" ამერიკის სახელით წარსდგა, თუმცა ყველაზე ლამაზი ქალის ტიტულს იტალიურ ფესვებს უნდა უმადლოდეს. მისი მშობლები იტალიელები არიან, დედას ირლანდიელი წინაპრები ჰყავს, შერეულმა სისხლმა კი გამორჩეული სილამაზე შექმნა.
კატერინა მურინო

კატერინა მურინოს სილამაზეს ჯეიმს ბონდმაც კი ვერ გაუძლო ფილმში "კაზინო "როიალი". 1997 წელს კატერინა სამშობლოში ქვეყნის ლამაზმანად აღიარეს, რის შემდეგაც კინო და სატელევიზიო წარმატებაც მალე მიიღო.
ანა ვერძაძე