პატრიკ სუეზი და ჯენიფერ გრეი
"ბინძური ცეკვები"

როგორც გაირკვა პატრიკი და ჯენიფერი გადასაღებ მოედანზე არც თუ ისე კარგად უგებდნენ ერთმანეთს. სუეზი ფიქრობდა, რომ ჯენიფერს არ ჰქონდა საკმარისი სამსახიობო ნიჭი, რაზეც გრეი უხერხულად იცინოდა.
ჯულია რობერტსი და ნიკ ნოლტი
"უსიამოვნებები მიყვარს"

"0" alt="Джулия Робертс и Ник Нолти, «Я люблю неприятности»" title="9 ფილმი, რომლის პარტნიორებს ცხოვრებაში ერთმანეთი სძულდათ" />
ჯულია რობერტსი კეთილი და თავაზიანი მხოლოდ ტელეეკრანზეა, ცხოვრებაში ყველაფერი სხვაგვარადაა - მისი რთული ხასიათის გაძლება ნამდვილი გამოცდაა. ნიკ ნოლტთან პარტნიორობისას კონფლიქტი იმდენად გამწვავდა, რომ რამდენიმე კადრის გადაღება ერთმანეთისგან მოშორებით მოუწიათ.
ლეონარდო დიკაპრიო და კლერ დეინსი
" რომეო და ჯულიეტა"

ლეორნარდო ფიქრობდა, რომ მისი პარტნიორი ძალიან დაძაბული იყო, თუმცა კლერს სულაც არ მოსწონდა ლეონარდოს ხუმრობები მისი და გადამღები ჯგუფის მისამართით ნათქვამი. უთანხმოება დიდ კონფლიქტში არ გადაზრდილა, მაგრამ ვერც დამეგობრდნენ.
ბილ მარი და ლუსი ლუ
"ჩარლის ანგელოზები"

გადამღები ჯგუფის თქმით ბილ მორიმ რამდენჯერმე იმისთვის შეაჩერა გადაღებები , რომ ლუსისთვის ეთქვა თუ რამდენად საშინლად თამაშობს, რაც სიტყვიერ შეურაცხყოფაშიც გადაიზარდა.
რაიან გოსლინგი და რეიჩელ მაკადამსი
"უბის წიგნაკი"

გოსლინგსა და მაკადამსს ერთმანეთი სძულდათ. რაიანმა რეჟისორს გამოუცხადა, რომ რეიჩელთან ერთად თამაში აღარ შეეძლო. გადაღებების დასრულებისას კი წყვილმა შეხვედრა დაიწყო.
ჰარისონ ფორდი და ჯოშ ჰარტნეტი

ახალგაზრდა პარტნიორთან ფორდის გაციებულმა ურთიერთობამ, მსახიობები სულ დააშორა ერთმანეთის. იყო მომენტები, როცა გადაღებების დაწყებამდე, ერთმანეთის პირისპირ საათობით ისხდნენ ხმაამოუღებლად. ერთმანეთს ზედაც არ უყურებდნენ.
კლარკ გეიბლი და ვივიენ ლი
"ქარწაღებულნი"

პროდიუსერმა გეიბლზე პირველივე ჯერზე შეაჩერა არჩევანი, სკარლეტ ო ხარუს პოვნა კი ათასი პრეტენდენტისგან მოუხდა. გეიბლი ლის დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდ. საპასუხოდ, სნობს, ვივიენიც გულგრილად ექცეოდა.
მერლინ მონრო და ტონი კერტისი
"ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან"

მსახიობს უიღბლო ქორწინება სტანჯავდა. ეს სამსახურზეც აისახა. მონრო გამუდმებით აგვიანებდა გადაღებებზე, ტექსტი ავიწყდებოდა და დუბლს აფუჭებდა. ტონიკერტის ამის ატანა ძალიან გაუჭირდა და მისი პარტნიორის საქციელი აცოფებდა.
ენტონი დენიელზი და კენი ბეიკერი
"ვარსკვლავური ომები"

დენიელზსა და ბეიკერს ერთმანეთი ეჯავრებოდათ. ბეიკერს დენიელზის ქედმაღლობა აღშფოთებდა.
ანა ვერძაძე